8 წლის გიგის სახლს, რომელსაც შშმ მშობლები ჰყავს, მერია დღეს დაანგრევს

აფრიკის დასახლებაში გიგი ჩანგელიას სახლის დანგრევის შეჩერების მოთხოვნით მიმართეს, თუმცა სასამართლომ მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. სახლის დემონტაჟის ვადა ჩანგელიების ოჯახს დღეს გაუვიდა, შესაბამისად, მათ სახლს სავარაუდოდ დღეს დაუნგრევენ.

გიგი 8 წლისაა, მას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მშობლები და 79 წლის ბებია ჰყავს და  ყველანი დევნილები არიან. მათი განცხადებით, სახლის დანგრევის გარეშე ქუჩაში აღმოჩნდებიან, რადგან დასარჩენი არსად აქვთ.

15 დეკემბერს თბილისის მერიამ აფრიკის დასახლებაში უკანონოდ აშენებული სახლების დემონტაჟი დაიწყო, რასაც ადგილობრივების პროტესტი მოჰყვა. პოლიციასთან დაპირისპირების დროს რამდენიმე მოქალაქე დაშავდა, 12 პირი კი დააკავეს. მერიამ 20–მდე სახლი დაანგრია.