80 წლის ასაკში მსახიობი გოგი ქავთარაძე გარდაიცვალა

80 წლის ასაკში გარდაიცვალა სახალხო არტისტი გოგი (გიორგი) ქავთარაძე გარდაიცვალა. ინფორმაციას საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში ადასტურებენ.

გოგი ქავთარაძე გადაღებულია 25 ფილმში, არის ერთი ფილმის რეჟისორი. ის საქართველოს კინემატოგრაფისტთა შემოქმედებითი კავშირის წევრი იყო.

ასევე, მიღებული აქვს საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატის წოდება. გოგი ქავთარაძე კოტე მარჯანიშვილის პრემიის ლაურეატი და ღირსების ორდენის კავალერი იყო.

1990-1991 წლებში იყო საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი. 2012-2016 წლებში იყო საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი.