”გაბედეთ კანონპროექტის დარეგისტრირება!”- რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარე, ხათუნა სამნიძე აქართული ოცნების აღმასრულებელ მდივანს, მამუკა მდინარაძეს მიმართავს. სამნიძის თქმით, მდინარაძეს არ აქვს პასუხი მის განცხადებაზე უბარიერო საარჩევნო სისტემის კენჭისყრაში მონაწილეობასთან დაკავშირებით.
“რისი დამტკიცებაც გვინდოდა — პასუხიც არ აქვს მდინარაძეს! ჯერ შემოდითო გვაშანტაჟებს, კანონპროექტი დადეთ ჯერ და ხმა გექნება-მეთქი და პასუხად მივიღეთ, რა დროს ეგაა პრობლემებია ქვეყანაშიო. გაბედეთ კანონპროექტის დარეგისტრირება! სულ შანტაჟი არ გაგივათ”, — წერს სამნიძე სოციალურ ქსელში.
მდინარაძის თქმით, სამნიძის განცხადება უბარიერო საარჩევნო სისტემის კენჭისყრაში მონაწილეობასთან დაკავშირებით “ბავშვურია და თამაშია”.








![ემანდ სხვანაირი [შედეგი] არ დადგეს – ზარქუა გახარიას პარტიის საჩივარზე](https://newsreport.ge/wp-content/uploads/2026/06/2-218x150.jpg)






