850 000 ტანსაცმელში, 425 000 მანქანებში, 2მლნ–ზე მეტი უძრავ ქონებაში. რა დახარჯა 2018 წელს კალაძის ოჯახმა

{{ARTICLEIMAGE}}იანვრის ბოლოს თბილისის მერმა ქონებრივი დეკლარაცია შეავსო. დეკლარაციაში ოჯახის შემოსავალი, გასავალი, ქონება და ფულადი სახსრებია ასახული. კახა კალაძემ და მისმა მეუღლემ მხოლოდ ტანსაცმელში 2018 წელს 850 000 ლარამდე თანხა დახარჯეს. ამავე წელს კახა კალაძემ შეიძინა 5 ავტომანქანა, მათ შორის ავტომანქანა გაზ 24. სულ ავტომობილების შესაძენად თბილისის მერმა  425 000 ლარამდე დახარჯა. 

2018 წელს კახა კალაძემ თბილისში, მარო მაყაშვილის ჩიხში 2 ბინა და 3 ავტოფარეხი შეიძინა. ჯამში ეს ყველაფერი 1 943 838 ლარი დაუჯდა.  ხარჯი გაიღო სახლის მშენებლობისთვისაც -400 000 ლარი. საოჯახო ნივთების შესაძენად კი  83 382 ლარი დახარჯა.

კახა კალაძემ სოლიდური ხარჯები გაიღო შვილის განათლებისთვის, ეზოს კეთილმოწყობისთვის, კომუნალური გადასახადებისთვის და სხვა ხარჯებისთვის. 


იხილეთ დეკლარაცია სრულად.