86 წლის შემდეგ პირველად, აია სოფიაში პარასკევის ლოცვა აღევლინება (Live)

86 წლის შემდეგ პირველად, აია სოფიას ტაძარი მეჩეთია და დღეს პარასკევის ლოცვები აღევლინება. ლოცვას თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანიც დაესწრება.

მეჩეთად გადაკეთების შემდეგ აია-სოფიაში ისლამური ლოცვა პირველად ტარდება. შეზღუდების გამო ლოცვას 500 მუსლიმი ესწრება. მლოცველთა დიდი ნაწილი ტაძრის გარშემოა შეკრებილი.

პარასკევის ლოცვას პირდაპირ ეთერში Euronews–ი აშუქებს:

მიუხედავად იმისა, რომ თურქეთს Unisco, მრავალი რელიგიური ორგანიზაცია და სახელმწიფო მოუწოდებდა, აია სოფია კვლავ მეჩეთად არ გადაეკეთებინა, ერდოღანმა მაინც მიიღო გადაკეთების გადაწყვეტილება.

10 ივლისს თურქეთის სასამართლომ გააუქმა 1934 წელს მუსტაფა ქემალ ათათურქის მიერ გაცემული ბრძანება ყოფილი ტაძრის მუზეუმად გარდაქმნის თაობაზე, რის შემდეგაც ტაძრის მეჩეთად გადაკეთების შესაძლებლობა გაჩნდა.