შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ვაჟა-ფშაველაზე მდებარე სპარის ფილიალში სამი პირი შეიჭრა და მოლარეებს ცივი იარაღის გამოყენებით, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საშიში მუქარით თანხა გასტაცა.
“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე მდებარე მაღაზია სპარში, მოლარეებს ცივი იარაღის გამოყენებით, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საშიში მუქარით თანხა გასტაცეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ”, – წერია უწყების განცხადებაში.
სამართალდამცველებმა, ერთ-ერთი ბრალდებულის – გ.ჭ.-ის დის კუთვნილი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, ნივთმტკიცების სახით ამოიღეს გატაცებული თანხა – 1 375 ლარის ოდენობით, ასევე, დანაშაულის ჩადენის იარაღები – ორი დანა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურად ჩადენილ ყაჩაღობას გულისხმობს. დანაშაული 6-დან 9 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.










![“თავს დამნაშავედ არ ვცნობ, გააუქმეთ [საპროცესო შეთანხმება]. ბიძინას დედასაც შ*****ი“ – გიორგი კირვალიძე](https://newsreport.ge/wp-content/uploads/2026/06/giorgi-kirvalidze-218x150.jpeg)




