88 მომხრე, 2 წინააღმდეგი – პარლამენტმა მელიას იმუნიტეტი მოუხსნა

88 მომხრე, 2 წინააღმდეგი – პარლამენტმა ნიკა მელიას უფლებამოსილება და იმუნიტეტი მოუხსნა.

ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნის შემდეგ საქართველოს პროკურატურა სასამართლოს მიმართავს, მისი აღკვეთის ღონისძიება პატიმრობით შეცვალოს.

ქართულმა ოცნება იმუნიტეტი ნიკა მელიას უკვე მეორედ მოუხსნა. უფლებამოსილების შეჩერებას პარტია მოქალაქეების წევრები არ დაეთანხმნენ.

პროკურატურა ნიკა მელიას 20-21 ივნისის საქმეზე ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობას და მასში მონაწილეობას ედავება. მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით 30 ათას ლარიანი გირაო შეეფარდა, ელექტრონული სამაჯურის მოხსნის შემდეგ კი აღკვეთის ღონისძიება გამკაცრდა და გირაოს ოდენობა 40 000 ლარამდე გაიზარდა.

მელიას გირაოს გადახდის ვადა ამოეწურა. ენმ–ს თავმჯდომარე მის გადახდას არ აპირებს და აცხადებს, რომ მას ვერ დაიჭერენ.