9 ქართველი ქურდობისთვის დააკავეს – ბერძნული მედია

საბერძნეთში ქურდობისთვის 9 ქართველი დააკავეს, – ამის შესახებ ინფორმაციას ბერძნული მედია ავრცელებს. როგორც გამოცემაშია არნიშნული, დაკავებული ქართველი ქურდები ატიკას სხვადასხვა რაიონში ბინებს ძარცვავდნენ.

გამოძიებულია ქურდობის 31 შემთხვევა. მანქანები, სამკაულები, ელექტრო ტექნიკა, ტყავის ნაწარმი. საერთო ჯამში უკანონოდ მოპოვებული ქონება 150,000 ევროს აღემატება.

პოლიციის ცნობით, კრიმინალური ჯგუფის ზოგიერთი წევრი, წარსულში ქვეყნის სხვადასხვა მაღაზიაში ქურდობისთვის იყო მსჯავრდებული.

დაკავებულთა შორის  ერთ-ერთი  ქალია. მათ ბრალი კანონის ხელმეორეთ  დარღვევისთვის, ძარცვისა და კრიმინალური დაჯგუფების წევრობისთვის ედებათ.