934 დასახლებული პუნქტი უკვე გავათავისუფლეთ – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა უკვე გაათავისუფლეს 934 დასახლებული პუნქტი.

“უკვე გათავისუფლებულია 934 დასახლებული პუნქტი, პოლიციამ მუშაობა 435 დასახლებაში განაახლა, ადგილობრივმა თვითმმართველობამ 431 თემში დაიწყო მუშაობა, ჰუმანიტარული შტაბის მუშაობა 361 დასახლებაში დაიწყო.

ჩვენ თანდათან ვუბრუნებთ ადამიანებს ხელმისაწვდომობას სამედიცინო და საგანმანათლებლო სერვისებზე, სოციალური დაცვის სააგენტოებზე. აღვადგენთ საგზაო კომუნიკაციას, ელექტროენერგიას, გაზს, წყალს”,– თქვა ზელენსკიმ Pravda-ს ცნობით.

მისივე განმარტებით, ოკუპანტების მიერ დატოვებული ნაღმები და აუფეთქებელი ჭურვები გათავისუფლებულ ტერიტორიებზე ყველაზე დიდ საფრთხედ რჩება.

ზელენსკიმ გათავისუფლებულ თემებში დაბრუნებულ მოქალაქეებს სთხოვა, არ შევიდნენ შეუმოწმებელ ტერიტორიაზე და ტყეშე, საეჭვო ნივთების შესახებ აცნობონ პოლიციასა და მაშველებს.