“დღეს ეს საკითხი არ განხილულა. მიუხედავად იმისა, რომ ყველა მაჩვენებელი და ინდიკატორი, რომელიც ახასიათებს ეპიდსიტუაციას, უმჯობესდება – ინციდენტობის მაჩვენებელი მოდის ქვემოთ, დადებითობის მაჩვენებელი მოდის ქვემოთ, მაგრამ ძალიან ნელი ტემპით. დღესაც 1000 შემთხვევაა ახალი, გასაგებია, რომ ეს სამშაბათის სინდრომია, სამშაბათობით ყოველთვის გვაქვს შაბათ-კვირის შემთხვევები დაგროვილი, მაგრამ მაინც, ჩვენი ახალი შემთხვევების რიცხვი მერყეობს 300-600-700-ს შორის. ეს ისეთი მაჩვენებელია, რომ სხვა შემსუბუქებას დაავადებათა კონტროლის ცენტრი ამ ეტაპზე რეკომენდაციას ვერ გაუწევს. ჩვენ დავაკვირდებით კიდევ ერთი კვირა – 10 დღე ეპიდსიტუაციას და მერე გადაწყვეტილებები იქნება”
განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძე კომენდანტის საათზე.








![ემანდ სხვანაირი [შედეგი] არ დადგეს – ზარქუა გახარიას პარტიის საჩივარზე](https://newsreport.ge/wp-content/uploads/2026/06/2-218x150.jpg)






