“ვგმობთ ყოველგვარ ძალადობას და ძალადობაზე პასუხისმგებლობა ეკისრება, რა თქმა უნდა, ხელისუფლებას. ხელისუფლების ვალია, დაიცვას ყველა ადამიანის უფლებები.

ხელისუფლება, რომელიც თავად ახალისებს ძალადობას და მუდმივად ასეთი განცხადებებით გამოირჩევა, ეჭვი მეპარება, რომ ამას მონდომებით გააკეთებს. თუმცა, კარგია, რომ ვცხოვრობდეთ ისეთ ქვეყანაში, სადაც ხელისუფლება ძალადობის აღკვეთაზე იქნება მოტივირებული და არა წახალისებაზე”

განაცხადა ენმ-ს წევრმა, ლევან ხაბეიშვილმა პრაიდზე.