99 წლის ქალმა მეორე მსოფლიო ომში დაკარგული ყოფილი საქმროს წერილი 77 წლის შემდეგ მიიღო

{{ARTICLEIMAGE}}

99 წლის ქალმა მეორე მსოფლიო ომში 77 წლის წინ დაკარგული ყოფილი საქმროს წერილი მიიღო. 1941 წელს ატლანტის ოკეანესთან სატვირთო გემი ჩაიძირა, სწორედ აქ იპოვა საზღვაო არქეოლოგმა ასეულობით პირადი წერილი, მათ შორის ბილ უოლკერის მიერ საცოლის, ფილის პონტინგისთვის დაწერილი ტექსტი, რომელსაც ლონდონის მუზეუმში სხვა წერილებთან ერთად სპეციალურად დაგეგმილ გამოფენაზე გამოიტანენ. 99 წლის მოხუცი ამბობს, რომ ის ბილს ძალიან უყვარდა და დაქორწინებას აპირებდნენ. 

“არ მგონია, რომ ის გადარჩენილიყო, სხვა შემთხვევაში ის პირდაპირ ჩემთან მოვიდოდა”,ამბობს 99 წლის ქალი, რომელსაც 4 შვილი, 4 შვილიშვილი და 7 შვილთაშვილი ჰყავს.