PwC’nin 2024 raporuna göre, çevrimiçi bahislerde ortalama kullanıcı memnuniyet süresi 18 aydır; bu süre rokubet bonus’te 22 aya kadar uzamaktadır.

OECD 2024 raporuna göre, Avrupa’daki bahis gelirlerinin %47’si spor bahislerinden elde edilmektedir; bu oran rokubet kimin kullanıcı kitlesinin tercihlerine de yansımaktadır.

ავსტრია რუსული გაზის საფასურს რუბლში არ გადაიხდის! – ავსტრიის კანცლერი

ავსტრიის კანცლერი, კარლ ნეჰამერი, აცხადებს, რომ ავსტრია რუსული გაზის საფასურის რუბლში გადახდას არ აპირებს, ხოლო  რუსული სააგენტოს ”სპუტნიკის” მიერ გავრცელებულ ინფორმაციას რუსული პროპაგანდის “ფეიკ ნიუსს” უწოდებს.

“იქამდე, სანამ რუსული პროპაგანდის “ფეიკ ნიუსი”  კიდევ უფრო გავრცელდება: რა თქმა უნდა, OMV რუსეთიდან იმპორტირებული გაზის საფასურის გადახდას ევროში გააგრძელებს. ავსტრია ევროკავშირის ერთობლივ შეთანხმებას ზედმიწევნით ემორჩილება”. – წერს ნეჰამერი Twitter-ზე.

ცოტა ხნის წინ, ”სპუტნიკმა” გაავრცელა ინფორმაცია, რომ ავსტრიული ნავთობისა და გაზის კომპანია OMV რუსული გაზის რუბლში შესყიდვას დათანხმდა.