უკრაინელებმა ოკუპირებულ ყირიმში რუსულ ავიაბაზა „საკის“ დაარტყეს – ინფორმაციას, უკრაინის უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.
იერიში გასულ ღამეს განხორციელდა და დაზიანდა სულ მცირე ხუთი სამხედრო თვითმფრინავი, მათ შორის – ერთი Су-30СМ სრულად განადგურდა, მეორე კი სერიოზულად დაზიანდა, ამასთანავე დაზიანებულია სამი Су-24 ტიპის ბომბდამშენი და ავიაციის შეიარაღების საწყობი.
СБУ თქმით ეს ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური იერიშია რუსეთის სამხედრო ინფრასტრუქტურაზე შავი ზღვის რეგიონში. Су-30СМ-ის სავარაუდო ღირებულება 35–50 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.