„პრობლემა არის მათში და მათ პატრონებში. საერთოდ, ოპოზიციის ქმედება არ ჯდება არანაირ საშუალო დონის პოლიტიკური ლოგიკის ჩარჩოებში. აბსოლუტური ალოგიკურობაა. უფრო მძიმე სიტყვითაც შეიძლება ამის დახასიათება. აქედან გამომდინარე, ნათელი იყო, რომ მათ ამ აქციას, ერთადერთი, რაც შეიძლება, გაგრძელება ჰქონოდა, იყო პროვოკაცია. ამ აქციას სხვა არანაირი პერსპექტივა არ ჰქონდა და წავიდნენ პროვოკაციაზე სახელმწიფო აფრთხილებდა კიდეც, ნუ წახვალთ რაიმე ისეთ ქმედებაზე, რაზეც კანონი გაგცემთ შესაბამის პასუხს და რა თქმა უნდა, იქნება კიდევ უფრო მეტი ადამიანი დაზარალებული ამ თქვენი პროვოკაციებით. მიემატებიან, რა თქმა უნდა, კიდევ ახალი პირები, ვინც პასუხისგებაში მიეცემიან.
61 მანდატი მიიღეს პარლამენტში, ალღო არ ჰქონდათ?! თავში ფილტვი ჰქონდათ თუ ტვინი რომ ვერ მიხვდნენ, პარლამენტში უნდა შემოსულიყვნენ და დემოკრატიული პროცესის ნაწილი ყოფილიყვნენ?! ახლაც ფილტვი ჰქონდათ თავში [ორგანიზატორებს]. როცა ფილტვი გაქვს თავში ტვინის მაგივრად, ყველაფერს ადვილად იჯერებ და მიყვები,“
ამის შესახებ პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.