რუსიკო კობახიძეს 3-დღიანი პატიმრობა შეეფარდა

საბჭოთა წარსულის მკვლევარს, ლექტორს, 9 შვილის დედას, რუსიკო კობახიძეს სასამართლომ  გზის გადაკეტვისა და სახის დაფარვის მიზეზით 3-დღიანი პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე კობა ჩაგუნავამ მიიღო.

პირველად რუსიკო კობახიძე 5 ნოემბერს ღამით გზის გადაკეტვის მიზეზით დააკავეს.

მას კობა ჩაგუნავამ მაშინ ერთდღიანი პატიმრობა შეუფარდა.