„დასავლელმა ექსპერტებმა საბოლოოდ დაადასტურეს, რომ ნავალნი ციხეში მოწამლეს იშვიათი, სამხრეთ ამერიკული საწამლავით, რომლის გამოყენება მხოლოდ რუსეთის მთავრობას შეეძლო.

ნავალნის პუტინი ყოველთვის „რუსეთის სააკაშვილს“ ეძახოდა, ხოლო თვითონ ალექსეი ნავალნიმ ციხიდან მოწამვლამდე ცოტა ხნით ადრე მოუწოდა ოლიგარქის მთავრობას შეეწყვიტა ჩემდამი არასათანადო მოპყრობა. ნავალნი მოკლეს, რათა პატიმართა გაცვლაში არ მოყოლილიყო.

ივანიშვილს იმაზე მეტად ეშინია ჩემი, ვიდრე პუტინს ეშინოდა ნავალნის, ამიტომ მე ყველაფრისთვის მზად ვარ. სხვათა შორის ჩემი პირველი მოწამვლაც დასავლელმა სპეციალისტებმა დაადასტურეს. როდის იქნება მეორე, მხოლოდ ჯაყომ და მისმა რუსმა პატრონებმა იციან“,

ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი „ფეისბუქის“ გვერდზე წერს.