უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ არჩევნები ჩატარდება არა დროებითი ცეცხლის შეწყვეტის, არამედ ომის დასრულების შემდეგ.
“რეალური კითხვა მდგომარეობს იმაში, როდის შევძლებთ არჩევნების ჩატარებას? ისინი ნამდვილად გაიმართება ომის დასრულების შემდეგ და არა დროებითი ცეცხლის შეწყვეტის დროს.[…] “მე არ ვარ სრულებით დარწმუნებული, რომ არჩევნებში მონაწილეობას მივიღებ, შევხედავ, რა ენდომებათ უკრაინელებს.” – თქვა ზელენსკიმ.













