უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინა პრევენციულ დარტყმებს განახორციელებს იმ ობიექტებზე, რომლებსაც რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომის საწარმოებლად იყენებს.
მისი თქმით, რუსეთი საჰაერო თავდაცვის სისტემებს მოსკოვთან, ვალდაისთან და ყირიმის ხიდთან უყრის თავს, რითაც სხვა რეგიონების დაცვას ასუსტებს. ზელენსკის განცხადებით, მხოლოდ მოსკოვის რეგიონს ასობით С-400, С-500 და „პანცირის“ გამშვები დანადგარი იცავს.
უკრაინის პრეზიდენტმა ასევე თქვა, რომ საწვავის დეფიციტი უკვე რუსეთის 60-ზე მეტ რეგიონს შეეხო, ბენზინისა და დიზელის ფასები კი ზრდას განაგრძობს.
ზელენსკის ინფორმაციით, უკრაინის დაზვერვა რუსეთში შიდა პრობლემებსაც აფიქსირებს. მისი თქმით, რუსეთის სპეცსამსახურები უკვე განიხილავენ სექტემბრის სახელმწიფო დუმის „არჩევნების“ გადადების ან გაუქმების შესაძლებლობას ქვეყანაში ვითარების გაუარესების შიშით.
ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ეს პრობლემები პუტინის უარის შედეგია — შეწყვიტოს ომი და რეალურ სამშვიდობო მოლაპარაკებებზე წავიდეს.








![“თავს დამნაშავედ არ ვცნობ, გააუქმეთ [საპროცესო შეთანხმება]. ბიძინას დედასაც შ*****ი“ – გიორგი კირვალიძე](https://newsreport.ge/wp-content/uploads/2026/06/giorgi-kirvalidze-218x150.jpeg)






