{{ARTICLEIMAGE}}
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ყოფილმა თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში დაბრუნების შემდეგ პირდაპირ ეთერში პირველად ისაუბრა. მისი თქმით, ის შეხვდა ბიძინა ივანიშვილს, თუმცა პარტიის ლიდერი საჯაროდ პოზიციას თავად დააფიქსირებს. ბესელი ივანიშვილზე საუბარს თავს არიდებს და ამბობს, რომ არ შეიძლება, მთელი ქვეყნის ტვირთი ერთ ადამიანზე გადაიტანო.
“მლიქვნელობით პარტიის ლიდერს ვერ დავეხმარებით. ჩემი როლი არ არის მაამებლობა. ჩემი როლი არ არის ის, რომ დღეს გამახსენდა სამართლიანობა, ამისთვის ვიბრძვი. ვისურვებდი, რომ პარლამენტის თავმჯდომარეს ჰქონდეს პრინციპული პოზიცია. მშვიდობაში კაბინეტები და თანამდებობები, არ გავხდები იმ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, რომელიც სახელმწიფოებრივ პოზიციას არ აფიქსირებს. ჩემი გამოცდა დასრულდა მაშინ, როდესაც ჩემი ოჯახის წევრები მძევლად აიყვანეს. თითის ქნევას თავი დაანებონ”, განაცხადა ბესელიამ “ტვპირველის” ეთერში.












