ერთმანეთს გავუფრთხილდეთ ქართველები. ნურავინ ნუ იფიქრებს, რომ ვინმე ვინმეზე მეტია. რომ არა ღმერთი, დღეს საქართველოში ეს მშვიდობა [არ იქნებოდა]. ერთმანეთს რომ ცუდად ვექცევით ეს მშვიდობა არ არის, მაგრამ ომში რომ არ ვართ, მადლობა ღმერთს, ღმერთის საჩუქარია და ამას მივხვდეთ.

რაღა დარჩა ღალატამდე და ღალატის აღსრულებამდე. შევეცადოთ, რომ არ განვიკითხოთ არავინ, შევეცადოთ, გავყვეთ უფლის გზას, ქრისტეს გზას. […] მთავარია ღმერთი ვის შეაქებს. დიდი ის არის, ვინც ღმერთთანაა. შევეცადოთ გავუფრთხილდეთ ერთმანეთს, ღვთის შეწევნით, საქართველოს მიმართ ყველაფერი კარგად იქნება. ბავშვებს, ახალგაზრდებს გავუფრთხილდეთ, იმიტომ, რომ ამათზე დიდი და ლამაზი არავინ გვყავს, გავუფრთხილეთ პატარებს, ახალგაზრდებს, ყველაფრით გვჯობიან, ჯერ ჩვენსავით დაბინძურებული არ აქვთ გონება და ერთმანეთს არ ებრძვიან.

განაცხადა ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა იაკობმა დიდ ხუთაშაბათს, ქადაგებისას.