„გულდასაწყვეტია. პოლონეთი ჩვენი მეგობარი ქვეყანაა. კიდევ უფრო გასაკვირი იყო ის, რომ ეს ყველაფერი ბიუჯეტიდან ფინანსდება. საქართველო, რომელიც არის პოლონეთის მეგობარი ქვეყანა, ინტერესი გამოიჩინეს და შემჩნეულები არიან მტრულ საქმიანობაში. პირდაპირ შეტევა მიდის ქართულ ეკლესიაზე. გულდასაწყვეტია ეს ყველაფერი. ალბათ, მოვისმენთ განმარტებას და გადადგამენ შესაბამის ნაბიჯს იმისკენ, რომ ეს ყველაფერი დარეგულირდეს. ზოგადად, მინდა გითხრათ, რომ ის ყველაფერი, რაც საქართველოში ბოლო წლების განმავლობაში ვხედავდით, იყო თავსმოხვეული. ეს ყველაფერი რა თქმა უნდა, გარე აქტორების ჩართულობით, დაფინანსებით, მხარდაჭერით კეთდებოდა. ქართველი ხალხის ერთმანეთთან დაპირისპირება, პოლარიზაციის, შუღლის გაღვივება. ყველაფერი, თუკი რაიმე სიბინძურესთან იყო დაკავშირებული, გარედან თავსმოხვეული და პირდაპირ დაფინანსებული იყო უცხოური ფონდების ან სახელმწიფოების მხრიდან. არაერი მაგალითი შეგვიძლია მოვიყვანოთ, თუნდაც სახელმწიფო გადატრიალების მოწყობის მცდელობები, რევოლუციების მცდელობები და ა.შ. ძალიან მძიმეა ეს ყველაფერი. ჩვენ ყველაფერს ვხედავთ, ვაკვირდებით, შესაბამისი სამსახურები მოწოდების სიმაღლეზე არიან. არავის მივცემთ იმის უფლებას და შესაძლებლობას, რომ გარედან ჩარევებით, დაფინანსებით ქვეყანაში დაპირისპირება, სახელმწიფო გადატრიალება და რევოლუცია მოაწყონ“

ასე შეაფასა თბილისის მერმა, კახა კალაძემ პოლონეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის ქართულენოვანი საინფორმაციო სამსახურის ამოქმედება.