ეს ინიციატივა რომელიც გამოიჩინა პრეზიდენტმა ზელენსკიმ რომ გასაუბრებოდა საქართველოს პრემიერმინისტრს აჩვენებს ერთ რამეს, რომ ნებისმიერი პოლიტიკა, რომელიც თავშივე არის უსამართლო განწირულია მარცხისთვის. შეგახსენებთ, რომ თავად პრეზიდენტ ზელენსკის უკრაინის მიერ სანქცირებულთა სიაში ჰყავს შეყვანილი საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი კობახიძე და მოუწია მისვლა ირაკლი კობახიძესთან და მასთან საუბარი.
ასე რომ, ვფიქრობ რომ ეს თავად მეტყველებს იმაზე თუ რამდენად მცდარი იყო უკრაინის ხელისუფლების პოლიტიკა ქართველი ხალხის მიმართ და იმედია, ეს არის ნიშანი გადააზრებისა, რომ ქართველი ხალხის წინააღმდეგ მოქმედებას შედეგი არ გამოაქვს. ფსონის დადება იმ ძალებზე, რომლებიც ქართველი ხალხის ღალატით არიან ნაკვები კარგ შედეგს არ მოუტანს.
მისი ინიციატივა იყო, ჩვენ ყოველთვის ვამბობდით და არამხოლოდ უკრაინასთან მიმართებით, რომ ყველა იმ ქვეყანასთან და ხელისუფლებასთან მიმართებით, რომლებიც საქართველოსთან სხვადასხვა სახის უსამართლო პოლიტიკით არის დაკავებული, რომ ჩვენ ვრჩებით ცალმხრივი მეგობრობის ფორმატში, რაც გულისხმობს იმას, რომ ჩვენ ამ ურთიერთობებში ვართ მართლები, ვინც არასწორი ნაბიჯი გადადგა საქართველოსთან მიმართებით, საბოლოო ჯამში, იმედია რომ გააცნობიერებს საკუთარი ნაბიჯის სიმცდარეს. ჩვენ მზად ვართ გადავიაზროთ ურთიერთობები.















