სასულიერო აკადემიამ მეუფე იობის განათლება დაადასტურა

თბილისის სასულიერო აკადემიამ მეუფე იობის განათლება დაადასტურა. ეს ინფორმაცია  სასულიერო აკადემიის ხარისხის მართვის სამსახურის უფროსმა, დურმიშხან ლაშხმა სატელეფონო საუბარში დაუდასტურა.

“კვალიფიკაციის მიმნიჭებელმა კომისიამ, მოწოდებულ მასალებზე, საარქივო მონაცემებზე დაყრდნობით, დადებითი გადაწყვეტილება მიიღო. მეუფე იობს განათლება დაუდასტურდა”. – თქვა ლაშხმა.

5 მაისს თბილისის სასულიერო აკადემიაში კვალიფიკაციის მიმნიჭებელი კომისიის სხდომა გაიმართა.

მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსის, მეუფე გიორგი ჯამდელიანის თქმით, საპატრიარქო კანდიდატის, მეუფე იობის დიპლომი რეზიდენციიდან დაიკარგა. მისი განცხადებით, “2 თვის წინ იდო, ნახა დიპლომი” რუისისა და ურბნისის მიტროპოლიტმა იობმა, ხოლო  წმინდა სინოდის სხდომის წინ, როცა საპატრიარქო კანდიდატობისთვის დოკუმენტები უნდა წარედგინათ, დიპლომი ვეღარ იპოვა.