ამერიკაში დააკავეს ქართველი კურიერი, რომელმაც მომხმარებლის შეკვეთა მოიპარა და შეჭამა – ინფორმაციას ამის შესახებ, Philly Crime Update -ი ავრცელებს.
შემთხვევა 2026 წლის 20 აპრილს მოხდა, როდესაც ერთ-ერთმა რესტორანმა განაცხადა, რომ DoorDash-ის შეკვეთა გატანილი იყო, თუმცა მომხმარებლამდე არ მისულა.
როგორც ცნობილია, პოლიციამ დააკავა DoorDash-ის კურიერი, რომელმაც მომხმარებლის მიერ შეკვეთილი საკვები მოიპარა და იმის ნაცვლად რომ მისამართზე მიეტანა, საკუთარ ბინაში წაიღო, სადაც თავად მიირთვა.
“DoorDash-ის კურიერს ქურდობის ბრალდება წაუყენეს მას შემდეგ, რაც სავარაუდოდ მომხმარებლის შეკვეთა აიღო, მაგრამ მისამართზე მიტანის ნაცვლად საკუთარ ბინაში წაიღო.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ფილადელფიაში მცხოვრებმა 28 წლის დავით ბიბიჩაძემ შეკვეთა აიღო და სავარაუდოდ, პირდაპირ თავის საცხოვრებელ კომპლექსში გაემართა.
ციფრულმა კვალმა დაადასტურა, რომ მომხმარებლის მისამართზე მისვლის ან დაკავშირების არანაირი მცდელობა არ ყოფილა,“ – წერს Philly Crime Update.
დავით ბიბიჩაძეს ბრალი ედება, ქურდობაში და მოპარული ქონების მითვისებაში.















