კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტი ეპიფანე შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩევას ულოცავს.
„დღეს, ღვთის კურთხევითა და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის გადაწყვეტილებით, სრულიად საქართველოს ახალ კათოლიკოს-პატრიარქად არჩეულ იქნა სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი). გულითადად ვულოცავ მოძმე საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ახლად არჩეულ წინამძღვარს ამ მაღალი და საპასუხისმგებლო მოწოდების მიღებას“, – აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტი ეპიფანე ავრცელებს.
კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტი ეპიფანე ხაზს უსვამს, რომ ახლად არჩეული პატრიარქი ამ მსახურებას იღებს თავისი წინამორბედის, ნეტარი ხსენების კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მრავალწლიანი ღვაწლის შემდეგ, რომლის ცხოვრება და საქმიანობა ქრისტესადმი ერთგულების, ეკლესიისადმი თავდადებული მსახურებისა და საკუთარი ხალხის სულიერი მზრუნველობის მაგალითი გახდა.
„ვუსურვებ ახლად არჩეულ პატრიარქს მრავალ კურთხეულ წელს მსახურებაში, სიბრძნეს, სულიერ ძალასა და ღვთის შეწევნას, რათა იყოს ქართველი ხალხის სულიერი წინამძღოლი. დაე, უფალმა აკურთხოს ეს ახალი ეტაპი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ცხოვრებაში და წარუძღვეს მას ჭეშმარიტების, სიყვარულისა და მშვიდობის გზაზე“, – აღნიშნულია განცხადებაში.















