ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მეზობელმა მეზობელი მოკლა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში მეზობელმა მეზობელი მოკლა. შემთხვევას წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა, რის შემდეგაც 70 წლამდე კაცმა ცეცხლსასროლი იარაღით სასიკვდილო ჭრილობები 55 წლამდე კაცს მიაყენა.

დამატებითი დეტალები ამ დროისთვის უცნობია, შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.