ყველანაირი ნიშანია იმის, რომ ცხინვალის ფაქტობრივი ანექსია შემდგომ ეტაპზე გადავიდეს.. შესაძლოა რუსეთი ზეწოლას ახდენდეს „ქართულ ოცნებაზე“ – თეონა აქუბარდია

spot_imgspot_img

“ყველანაირი ნიშანია იმის, რომ ცხინვალის ფაქტობრივი ანექსია შემდგომ ეტაპზე გადავიდეს.. შესაძლოა რუსეთი ზეწოლას ახდენდეს „ქართულ ოცნებაზე“” -ამის შესახებ პოლიტიკოსმა თეონა აქუბარდიამ “პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.

“უკვე ფაქტობრივი ანექსიაა. ე.წ. ხელშეკრულება საბოლოოდ გულისხმობს იმას, რომ ოკუპირებული ცხინვალი რუსეთის პირდაპირ მმართველობაში გადავიდეს. ამის ნიშანწყალი დე ფაქტო პრეზიდენტის თუ მარიონეტული რეჟიმის სახით არსებობს. ჩვენ ვნახეთ, რომ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. პრეზიდენტი ალან გაგლოევი მოსკოვში 2 თვის მანძილზე ორჯერ ჩავიდა. ჩემი აზრით, ეს მის ფაქტობრივ გადადგომას უკავშირდებოდა და უკვე პირდაპირ რუსეთის მმართველობის განხორციელებას. საგულისხმოა, რომ ეს ყველაფერი არის წინსწრებად ველის მომზადება იმისთვის, რომ ანექსია გამოაცხადონ. შეგახსენებთ, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში ე.წ. რეფერენდუმები უკვე ჩატარებული აქვს რუსეთს. შესაბამისად, მას რაც რჩება სამართლებრივ-პოლიტიკურ ჭრილში ამ ანექსიის საბოლოოდ გასაფორმებლად, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ანექსიის გამოცხადება და რუსეთის პრეზიდენტის სამართლებრივი გადაწყვეტილება, რომ ცხინვალი რუსეთის ფედერაციის ნაწილი გახდეს. ამ ვითარებაში ყველანაირი ნიშანწყალია იმისა, რომ ფაქტობრივი ანექსია შემდგომ ეტაპზე გადავიდეს. ამაზე მამუკა მდინარაძე საუბრობდა სუს-ის ანგარიშში, რომელიც პარლამენტშია შესული, თუმცა, როგორც ჩანს, „ქართულ ოცნებას“ არ აწყობს, ჯერ განიხილოს, შემოდგომისთვის გადაიტანა. სუს-ის ანგარიშში მკაფიოდ ვკითხულობთ, რომ რუსეთის კურატორ კირიენკოს მზად აქვს ველი ანექსიის განსახორციელებლად. ჩვენ არაფერი შეგვიძლია გარდა იმისა, რომ ამაზე ხმამაღალი პოზიცია დავაფიქსიროთ და ჩვენს მეგობრებს მივმართოთ“, – განაცხადა აქუბარდიამ.

თეონა აქუბარდიას, თქმით  ამ ვითარებაში, საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი საერთაშორისო ფორმატებში სიტყვით უნდა გამოსულიყო და მოეთხოვა შეხვედრა გაეროში, ეუთოში, ევროკავშირის ფორმატში, თუმცა, ამას ხელისუფლება უხერხულობისა და შიშის გამო არ აკეთებს.

„დასავლელი პარტნიორები არათუ უარს არ ეტყოდნენ მათ ამ მხარდაჭერაზე, არამედ ხმამაღალ განცხადებებსაც გააკეთებდნენ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდასაჭერად იმ იზოლაციის მიუხედავად, რომელიც მათ შორის მაკა ბოჭორიშვილს ხელით მიმდინარეობს. აქ არის ორი მომენტი – ერთი არის შიში. მათ იციან, რომ რეალური ანექსიის საფრთხე არსებობს, თუმცა არ იციან, რა უნდა მოიმოქმედონ. მეორე მხრივ, იმდენად არიან რუსეთის გავლენების ქვეშ ჩახლართულები, რომ წინააღმდეგობა, თუნდაც საჯარო განცხადებების დონეზე, მათთვის უხერხულობის შემქმნელია.

ცხადია, „ქართულმა ოცნებამ“ იცის, რომ მისი პოლიტიკით კიდევ უფრო ხელს უწყობს რუსეთს ანექსიის გასაფორმებლად. ამ ვითარებაში ეს არის არა უპრეცედენტო სუვერენიტეტის მაჩვენებელი, არამედ სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ძირგამომთხრელი საქმიანობა“, – განაცხადა აქუბარდიამ.

აქუბარდია  არ გამორიცხავს, რომ რუსეთი ზეწოლას ახდენდეს „ქართულ ოცნებაზე“ და გარკვეულ მოთხოვნებს უყენებდეს, მათ შორის, აიძულებდეს მაგალითად, ე.წ. ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმების ხელმოწერას, რაც ფაქტობრივად, ოკუპირებული რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარებაა.

„რუსეთი შერეულ ტაქტიკას იყენებს. თუ ოფიციალურ თბილისს აიძულებს ანექსიის შანტაჟით მოახდინოს ოკუპირებული რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება, მაშინ სხვა მოცემულობა დადგება. თუ ეს არ მოხდება, შესაძლოა ანექსიაც განახორციელოს. ანექსიის გამოცხადება მას ერთ დღეში შეუძლია. ამისთვის ის შესაბამის დროს ელოდება“, – განაცხადა აქუბარდიამ.

spot_imgspot_img

პოპულარული

მეგობრულად ვურჩევ: ბოლომდე თქვას რაც სათქმელია! – ინაშვილი ღარიბაშვილს

"მეგობრულად ვურჩევ: ბოლომდე თქვას რაც სათქმელია!"- წერს პატრიოტთა ალიანსის...

მადლობა ჩვენი თავისუფლების დაცვისთვის – სალომე ზურაბიშვილი უკრაინას დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

საქართველოს მე-5 პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ვოლოდიმირ ზელენსკის უკრაინის დამოუკიდებლობის...

ზელენსკის თქმით, უკრაინელებმა ერთ დღეში რუსეთში 16 სამიზნეს დაარტყეს

უკრაინის მეთაურის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით,  უკრაინულმა ძალებმა გასული დღე-ღამის...

იცოდა გამოძიებაზე და პრევენციული განცხადება გააკეთა – კალაძე ღარიბაშვილზე

"იცოდა გამოძიებაზე და პრევენციული განცხადება გააკეთა" - აცხადებს კახა...

ტრამპმა ირანს მასშტაბური ეკონომიკური ომი გამოუცხადა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირანის წინააღმდეგ მასშტაბური ეკონომიკური ომის...

მარკ ცუკერბერგმა ირლანდიის სამხრეთ-აღმოსავლეთში XIX საუკუნის ციხესიმაგრე იყიდა

Meta-ს აღმასრულებელმა დირექტორმა მარკ ცუკერბერგმა ირლანდიის სამხრეთ-აღმოსავლეთში, XIX საუკუნის...

პროფესიულ სასწავლებლებში რეგისტრაცია 21 სექტემბრიდან დაიწყება

პროფესიულ სასწავლებლებში რეგისტრაცია 21 სექტემბრიდან დაიწყება. კონკურსში მონაწილეობა იმ...
spot_img

ყველა ამბავი

ზელენსკის თქმით, უკრაინელებმა ერთ დღეში რუსეთში 16 სამიზნეს დაარტყეს

უკრაინის მეთაურის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით,  უკრაინულმა ძალებმა გასული დღე-ღამის განმავლობაში რუსეთში 16 სამიზნეს დაარტყეს, მათ შორის ნავთობის ინფრასტრუქტურას, აეროდრომებს,...

პროფესიულ სასწავლებლებში რეგისტრაცია 21 სექტემბრიდან დაიწყება

პროფესიულ სასწავლებლებში რეგისტრაცია 21 სექტემბრიდან დაიწყება. კონკურსში მონაწილეობა იმ აბიტურიენტებსაც შეუძლიათ, რომლებიც ეროვნული გამოცდების შედეგებით უმაღლეს სასწავლებლებში ვერ ჩაირიცხნენ,...

შსს-მ თბილისში 4 პირი დააკავა, რომლებმაც სწრაფი ჩარიცხვის აპარატების მოპარვა სცადეს

თბილისში ჯგუფურად ჩადენილი ქურდობის მცდელობის ფაქტზე ოთხი პირი დააკავეს.გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით...

ისლამაბადის საავადმყოფოში ხანძარს 15 ახალშობილი ემსხვერპლა

პაკისტანის დედაქალაქ ისლამაბადში, Pakistan Institute of Medical Sciences-ის (PIMS) საავადმყოფოში გაჩენილ ხანძარს მინიმუმ 15 ახალშობილი ემსხვერპლა. ინფორმაციას Reuters ადგილობრივ...

80 წლის ასაკში დოლი პარტონი გარდაიცვალა

ამერიკელი მომღერალი და მსახიობი დოლი პარტონი 80 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაცია მისმა დისშვილმა და დაცვის ყოფილმა უფროსმა, ბრაიან სივერმა,...

ზელენსკი: კიევმა Patriot-ისთვის რაკეტების მცირე პარტია მიიღო

უკრაინამ Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის „მცირე რაოდენობის“ რაკეტები და ამერიკული AIM ტიპის „ჰაერი–ჰაერი“ კლასის მართვადი რაკეტები მიიღო, — განაცხადა...

სასამართლომ ფრიდონ ინჯიას, ვალერი კვარაცხელიას და ლალი მოროშკინას სოციალურ ქსელში შეურაცხყოფის გამო მოქალაქე დააჯარიმა

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ, ადმინისტრაციული სამართალდამრღვევის ზაალ ცხადაიას საქმე განიხილა. ზაალ ცხადაიამ სოციალური ქსელით შეურაცხყოფა მიაყენა ფრიდონ ინჯიასა და ვალერი...

ტრამპი 200 000 თავშესაფრის მაძიებლის ვიზის გაუქმებას გეგმავს

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ემზადება, გააუქმოს ასობით ათასი უცხოელის ბიზნეს და ტურისტული ვიზები, რომლებმაც შეერთებულ შტატებში თავშესაფარი მოითხოვეს....

აშშ–ის ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის დირექტორი მოსკოვში ჩავიდა–მედია

რუსეთში შეერთებული შტატების ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) დირექტორი ჯონ რეტკლიფი ჩავიდა. ამის შესახებ სამშაბათს, 25 აგვისტოს, თეთრ სახლში CBS-ის...

ვიცი როგორ მართავს პოლიტიკურ პროცესს სისტემა, აზრს ვერ ვხედავ, ვიარო სასამართლო სხდომებზე – ღარიბაშვილის წერილი

"ვიცი როგორ მართავს პოლიტიკურ პროცესს სისტემა, აზრს ვერ ვხედავ, ვიარო სასამართლო სხდომებზე" - ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ...

ცვლილება „თანაინვესტირების ფონდში“ — აქტივები ოფშორიდან ეკატერინე ხვედელიძის სახელზე დარეგისტრირდა

„საქართველოს თანაინვესტირების ფონდი“, რომელიც ქვეყანაში ბიძინა ივანიშვილის აქტივების ძირითადი განმკარგავია, იურიდიულ სტრუქტურას იცვლის - მსხვილი აქტივები კაიმანის კუნძულებიდან პირდაპირ...

მივიღეთ patriot-ის რაკეტები, ვერ გეტყვით რამდენი, მაგრამ მეტი გვჭირდება – ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინამ პარტნიორებისგან მცირე რაოდენობით Patriot-ის რაკეტები და სხვა დახმარების პაკეტი მიიღო.„არ ვიტყვი რომელი...