„ჩემი ხმა არის, თქვენი ეთერებიდან არის ჩანაწერები. არანაირი ფარული მიყურადება არ არის, 2022 წელს, „დედაენის“ ბაღში ჩაწერილია სამას კაცს ველაპარაკები, რა ფარული მიყურადება, არაფერი ფარული იქ არ იყო და დგამენ, ვითომ ფარული იყო. მოწმედ პოლიციელები მოვიდნენ, ერთმა მე და გიორგი ვაშაძეს დაგვადო ხელი, მეორემ სხვებს დაადო, რომ ვითომ „ჟეშტიკულაციით“, ასე წერია ჩვენებაში, „ჟეშტიკულაციით“და სიტყვიერად მოვუწოდებდით ხალხს, რომ მივაწვეთ და დაიღლებიან. როცა ვეკითხებით, ეს რომელ დღეს ხდებოდა, გვპასუხობენ, რომ არ ახსოვთ, რომელ საათზე ხდებოდა – არ ახსოვთ, რა მეცვა – არ ახსოვთ. რაღაც ხომ უნდა იყოს და ხომ შეიძლება თქვა, რომ აი, ამ დღეს, ამ საათზე ხდებოდა ეს, აგერ არის 17 ჩანაწერი სხვადასხვა რაკურსით გადაღებული და ვნახოთ, გიორგი ვაშაძე და ზურა ჯაფარიძე, რამე „ჟეშტიკულაციას“ აკეთებს თუ არა, მაგრამ არაფერი არ ახსოვს. მარტო ახსოვს ის, რომ სადღაც, ოდესღაც გაურკვევლობაში დაგვინახეს და ჩვენ ვეუბნებოდით „მივაწვეთ“
ამის შესახებ ე.წ. საბოტაჟის საქმეზე ბრალდებულმა ერთ-ერთმა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, ზურაბ ჯაფარიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.















