რუსეთს უნდოდა დაშლილი ევროპა და მიიღო ბევრად უფრო შეკრული – ხოშტარია

spot_imgspot_img

ის, რაც ანკარაში ითქვა, არის არა უბრალოდ განცხადებები, არამედ კონკრეტული სამხედრო, პოლიტიკური, თავდაცვითი, ინდუსტრიული და ეკონომიკური გადაწყვეტილებები, რომლებიც საერთაშორისო ორგანიზაციების მუშაობისთვის უჩვეულოდ მოკლე ვადებში არის დაგეგმილი – რუსეთს უნდოდა დაშლილი, დასუსტებული ევროპა და ევროატლანტიკური სივრცე და მიიღო ბევრად უფრო შეკრული, – ამის შესახებ „დროას“ ლიდერი, მსჯავრდებული ელენე ხოშტარია ნატო-ს სამიტთან დაკავშირებით კლინიკიდან გამოგზავნილ წერილში წერს.

„1. ნატომ მოახერხა კრიზისულ ვითარებაში აეღო ორიენტირი არა გაყოფასა და გახლეჩაზე, არამედ ძალიან კონკრეტულ, მომავალზე ორიენტირებულ ქმედებაზე, რაც ამ ორგანიზაციას კიდევ უფრო აძლიერებს. კრიზისმა ბიძგი მისცა მოქმედებაზე გადასვლას.

  1. ის, რაც ანკარაში ითქვა, არის არა უბრალოდ განცხადებები, არამედ კონკრეტული სამხედრო, პოლიტიკური, თავდაცვითი, ინდუსტრიული და ეკონომიკური გადაწყვეტილებები, რომლებიც საერთაშორისო ორგანიზაციების მუშაობისთვის უჩვეულოდ მოკლე ვადებში არის დაგეგმილი. მათი პრევენციის ძალა უკვე მოქმედებს. შესაბამისად, დღეს ნატო, პრაქტიკული თვალსაზრისითაც ბევრად ძლიერია.
  2. იკვეთება ევროპული უსაფრთხოების ახალი არქიტექტურა. კრიზისმა წარმოშვა ახალი კონტურები. ეს არის რეგიონული მოთამაშეების მნიშვნელობა და აქ ცალსახა ლიდერი, რა თქმა უნდა, უკრაინაა, მაგრამ ასევე ძალიან მნიშვნელოვანია თურქეთის როლი. უკრაინაც და თურქეთიც, ჩვენი უსაფრთხოებისა და მშვიდობის დაცვის თვალსაზრისით, დიდი დასაყრდენი ხდებიან შავ ზღვაში, ფართოდ რეგიონში და მთლიანად ევროპაში.
  3. ზელენსკი იჯდა ტრამპთან, როგორც თანაბარი პარტნიორი. თვალნათლივ შეიმჩნეოდა მათ შორის ურთიერთობის წინსვლა ყველა თვალსაზრისით, როგორც დამოკიდებულების დონეზე, ასევე, გადაწყვეტილებების მიღების კუთხით. ზელენსკიმ დიდი ხნის წინ დასახული ამოცანა ლიცენზიის მიღების (თავდაცვითი პატრიოტების) შესახებ კონკრეტულად წამოიღო ამ სამიტიდან.

რომ შევაჯამოთ, რუსეთს უნდოდა დაშლილი, დასუსტებული ევროპა და ევროატლანტიკური სივრცე და მიიღო ბევრად უფრო შეკრული. რუსეთს უნდოდა დაბნეული ევროპა, მიიღო ბევრად უფრო მოქმედებაზე ორიენტირებული. რუსეთს უნდოდა 3 დღეში კიევის აღება, დღეს ჩვენ ვხედავთ, მათ შორის, ნატოს წევრი ქვეყნების დახმარებით, რომ ომი გადავიდა რუსეთის ტერიტორიაზე. რუსეთს უნდოდა მანიპულირება პარტნიორებით, მათ შორის, თურქეთით და აქაც არაფერი გამოუვიდა. თურქეთი რჩება ევროატლანტიკური უსაფრთხოების ღერძად. რუსეთს უნდოდა ამერიკის და ევროპის კონფლიქტი, და სანაცვლოდ უფრო ძლიერი ტრანსატლანტიკური ერთობა მიიღო” – წერს ხოშტარია.

spot_imgspot_img

პოპულარული

“სახლების აშენებისთვის ₾355 000 ჩაარიცხინეს და კომუნიკაცია შეწყვიტეს” – დააკავეს 1 პირი

თბილისში წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად...

აშშ ირანს ისტორიაში ყველაზე მკაცრ სანქციებს დაუწესებს – სკოტ ბესენტი

აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა სკოტ ბესენტმა 20 აგვისტოს, CNBC-სთან ინტერვიუში,...

“ჰიბრიდული ომია” – EU რუმინეთის მიერ საზღვაო დრონის განადგურებაზე

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი რუმინეთის მიერ შავ...

ცეცხლაძის გავრცელებული ინფორმაცია ციხეში არსებულ მდგომარეობაზე სიცრუეა – პენიტენციური

სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებით, ზვიად ცეცხლაძის მიერ გავრცელებულ ინფორმაცია...

ტრამპმა ირანს მასშტაბური ეკონომიკური ომი გამოუცხადა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირანის წინააღმდეგ მასშტაბური ეკონომიკური ომის...

იმერეთში სავარაუდოდ თავი მოიკლა კაცმა, რომელიც 11 წლის ბავშვზე ძალადობდა

23 აგვისტოს ბაღდათის მუნიციპალიტეტში  67 წლის კაცი ცხედარი იპოვეს,...
spot_img

ყველა ამბავი

პროკურატურამ ირაკლი ღარიბაშვილს ახალი ბრალი წარუდგინა

საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრ, პატიმრობაში მყოფ ირაკლი ღარიბაშვილს ახალი ბრალი წარუდგინეს. განცხადება ამის შესახებ გენერალურ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე გაკეთდა. როგორც გენერალური...

რუსეთის რამდენიმე რეგიონში Ozon-ის ობიექტები დრონების სამიზნე გახდა

რუსეთის რამდენიმე რეგიონში, მათ შორის კრასნოდარისა და სტავროპოლის მხარეებში, ასევე დაღესტნისა და ადიღეს რესპუბლიკებში, 24 აგვისტოს გამთენიისას უპილოტო საფრენი...

იტალიასა და გერმანიას შორის მიგრანტების საკითხზე კონფლიქტი მწიფდება

იტალიასა და გერმანიას შორის უთანხმოება ხმელთაშუა ზღვაში გადარჩენილი მიგრანტების ბედთან დაკავშირებით მწვავდება, — წერს სააგენტო dpa. იტალიის ვიცე-პრემიერმა და ტრანსპორტის...

იმერეთში სავარაუდოდ თავი მოიკლა კაცმა, რომელიც 11 წლის ბავშვზე ძალადობდა

23 აგვისტოს ბაღდათის მუნიციპალიტეტში  67 წლის კაცი ცხედარი იპოვეს, რომელმაც სავარაუდოდ თავი ჩამოიხრჩო. მის წინააღმდეგ წინა დღეს არასრულწლოვანზე სექსუალური...

ირანელმა ჰაკერებმა ბრიტანეთში ელექტროსადგური მწყობრიდან გამოიყვანეს

ჰაკერებმა, რომლებიც ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსთან (IRGC) არიან დაკავშირებული, უპრეცედენტო კიბერშეტევის შედეგად დიდ ბრიტანეთში ელექტროსადგური მწყობრიდან გამოიყვანეს, —...

ბათუმში 21 წლის ტრანსგენდერი ქალის ცხედარი იპოვეს

ბათუმში - ორკვირიანი ძებნის შემდეგ, საცხოვრებელ სახლში რუსეთის 21 წლის მოქალაქის ცხედარი იპოვეს. გარდაცვლილი ტრანსგენდერი ქალია და 2022 წლიდან...

ბერლინის მახლობლად, ტყეში იარაღის სამალავი აღმოაჩინეს. გერმანიის დაზვერვა მიიჩნევს, რომ ეს იარაღი რუსეთის დაკვეთით მკვლელობებისთვის იყო განკუთვნილი

გერმანიის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ გასულ წელს ბერლინის მახლობლად, ტყეში იარაღისა და ვაზნების სამალავი აღმოაჩინეს. როგორც წამყვანი გერმანული მედიასაშუალებები იუწყებიან,...

მელანომის საწინააღმდეგო ვაქცინის შემდეგ მეცნიერები სხვა ტიპის კიბოს წინააღმდეგაც ცდიან mRNA-ვაქცინებს

Moderna-სა და Merck-ის მიერ შექმნილი პერსონალიზებული მელანომის საწინააღმდეგო ვაქცინის წარმატებამ შესაძლოა გზა გაუხსნას ამავე ტექნოლოგიის გამოყენებას სხვა სიმსივნეების სამკურნალოდ....

ბელგიელი ავტომობილების გამყიდველი პრინცი გახდა-დნმ-ის ტესტმა სამეფო წარმომავლობა დაადასტურა

26 წლის ბელგიელი ავტომობილების გამყიდველი პრინცი გახდა მას შემდეგ, რაც ის ქვეყნის მეფის ძმის, პრინც ლორანის შვილად ოფიციალურად აღიარეს. კლემან...

შვეიცარიის ალპებში სუპერმდიდრებისთვის მიწისქვეშა საცავებს აშენებენ – ფასები ნახევარი მილიონი ფრანკიდან იწყება

შვეიცარიის ალპების ქვეშ, ას მეტრზე მეტი სისქის კლდის სიღრმეში, მსოფლიოში უმდიდრესი ადამიანებისთვის გიგანტურ მაღალდაცულ საცავებს აშენებენ. იქ შესაძლებელი იქნება...

რუსეთი უკრაინის დაშლას ტერორის გზით ცდილობს: ის წარმატებას ვერ მიაღწევს – მაკრონი

რუსეთი აგრძელებს და აძლიერებს თავისი აგრესიის დანაშაულს. უკრაინის დაშლას ტერორის გზით ცდილობს: ის წარმატებას ვერ მიაღწევს - ამის შესახებ...

რუსეთი რთულ პირობებშიც ჩაატარებს არჩევნებს — უკრაინის მხრიდან თავდასხმები სულ უფრო სასტიკი ხდება – პუტინი

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ უკრაინაში ომის გაგრძელების ფონზე, ფრონტზე მოწინააღმდეგისთვის ვითარების გართულებასთან ერთად, კიევი, მისი შეფასებით, უფრო...