„ამჟამად ჩვენი და მოწინააღმდეგის შეტევითი მოქმედებების თანაფარდობა დაახლოებით 40:60-ს შეადგენს. სწორედ თავდაცვის ძალების აქტიური მოქმედებების შედეგად, 2026 წლის პირველ ნახევარში რუსული ჯარების წინსვლის ტემპი ორჯერ მეტად შენელდა“, — განაცხადა სირსკიმ.
ვლადიმერ პუტინის მტკიცებით, მათი ჯარები ყველა მიმართულებით წინ მიიწევენ, თუმცა, ფრონტზე არსებულ მდგომარეობაზე ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინულ მხარეს პოზიციები მყარად აქვს დაკავებული და ბრძოლა საჰაერო ფაზაშია გადასული.















