“რაც შეეხება სტიქიის წინააღმდეგ ბრძოლას, მე პირველ რიგში, მადლობა მინდა გადავუხადო ყველა ჩართულ უწყებას, ძალიან აქტიურად იყო ჩართული გუშინდელი დღიდან ინფრასტრუქტურის სამინისტრო, რეგიონული განვითარების სამინისტრო, სოფლის მეურნეობის სამინისტრო, შინაგან საქმეთა სამინისტრო, სამაშველო სამსახური, სტიქიის შედეგების ლიკვიდაციაში და სწორედ კოორდინირებული მუშაობის შედეგი იყო, ის რომ მაქსიმალურად სწრაფ ტემპში მოხერხდა თელავის გაწმენდა სტიქიის შედეგებისგან, რა თქმა უნდა, სამუშაოები ამ მიმართულებით გაგრძელდება.
რაც შეეხება მშენებლობის ნებართვებს, ნამდვილად არასწორად იყო გაცემული, მე ასე მიმაჩნია, თუმცა დანარჩენს შესაბამისი უწყებები დაადგენენ, არასწორად იყო გაცემული ნებართვები რამდენიმე კომერციულ ობიექტზე, რამაც გაამძაფრა ეს პრობლემა, ასეთი მოვლენებისგან მომავალში მაქსიმალურად უნდა იყოს დაზღვეული თითოეული ქალაქი და ყველა ზომა იქნება მიღებული იმისთვის, რომ თელავი მაქსიმალურად იყოს დაცული ასეთი ტიპის მოვლენებისგან.” – თქვა კობახიძემ.
კითხვაზე თუ ვინ არის პასუხისმგებელი ამ ნებართვების გაცემაზე, ივანიშვილის პრემიერმა უპასუხა, რომ შესაბამისი ორგანოები ნახავენ “რამდენად იყო არასწორად გაცემული, თუ იყო არასწორად გაცემული, ვინ იყო პასუხისმგებელი.”
განაცხადა ირაკლი კობახიძემ თელავში მომხდარ სტიქიასთან დაკავშირებით.















