გასულ ღამეს, რუსეთის ე.წ. ჩრდილოვანი ფლოტის კიდევ 15 ხომალდზე მიიტანეს იერიში. მისივე ინფორმაციით, რვა დღეში ჯამში 105 გემზე მიიტანეს იერიში. ინფორმაციას უკრაინის უპილოტო სისტომების ძალების მეთაური, რობერტ “მადიარ” ბროვდი ავრცელებს.
“13 ივლისის ღამეს უპილოტო სისტემების ძალების თავისუფლების მოყვარულმა უკრაინელმა ჩიტებმა მოინადირეს რუსეთის ჩრდილოვანი ფლოტის 15 ხომალდი: 7 ტანკერი, 5 მშრალი ტვირთმზიდი, 1 ბორანი და 2 საბუქსირე გემი… მთლიანობაში, 6-13 ივლისის შუალედში იერიში მიტანილია 105 გემზე” – წერს ბროვდი.
ოპერაციის ფარგლებში ოკუპირებული ყირიმის სატვირთო ინფრასტრუქტურაზე ყოველ ღამე მიაქვთ იერიშები, რის შედეგადაც ქერჩის სრუტის გავლით ტვირთების გადაზიდვა შეწყდა და ტვირთების ჩამოზიდვა მინიმუმამდე დავიდა.უპილოტო სისტემების ძალების სარდალმა ასევე ისაუბრა 12-13 ივლისის ღამით ჩატარებული ოპერაციის ყირიმის ჩამრთველი OFF შედეგებზე. მისი თქმით, ყირიმსა და სხვა ოკუპირებულ ტერიტორიებზე სხვადასხვა სიმძლავრის ცხრა ელექტროენერგეტიკული კვანძი-ქვესადგური, ასევე ყუბანი–ყირიმის ენერგოხიდის ელექტროენერგიის გადაცემის სტრატეგიული კვანძი განადგურდა. აღნიშნული ობიექტი 48 საათის განმავლობაში უკვე მეორედ გახდა შეტევის სამიზნე.















