ისაკო დევიძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა – საპატიმროს 6 თვეში დატოვებს

ისაკო დევიძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს და 1 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.

გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო ნაჭყებიამ გამოაცხადა.

ისაკო დევიძე საპატიმროში კიდევ 6 თვეს გაატარებს.

ისაკო დევიძე 2025 წლის დეკემბერში ადმინისტრაციული წესით, პოლიციელის შეურაცხყოფის ბრალდებით დააკავეს. ამის შემდეგ მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 366-ე მუხლით წარუდგინეს, რაც სასამართლოს უპატივცემლობას გულისხმობს. მას მოსამართლე ზვიად ცეკვავასთვის შეურაცხყოფას ედავებოდნენ.