“ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუცია დეზინფორმაციული ნარატივების შექმნის ტიპური მაგალითია […] ამგვარი ტექსტების შეთხზვაში ჩართულები არიან ჯო უილსონი და ევროპელი ანტიქართველები. ეს არის პირდაპირი სიყალბე და დეზინფორმაცია, რომელსაც ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ხელით ავრცელებენ.

ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ სამწუხარო რეალობას, სადაც ჩვენ ვართ – წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი რომ მოირღვა, ამაში მარტო რუსეთის წვლილი არ არის, სწორედ ასეთი ასამბლეების წვლილიც არის – ამ შემთხვევაში, კერძოდ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეისაც, რომელმაც საერთოდ გადაუსვა ხაზი საერთაშორისო სამართალს, სამართლის ძირითად პრინციპებს და რუსეთის მსგავსად, წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგისთვის ძირის გამომთხრელად იქცა”.

შალვა პაპუაშვილი  ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის მიერ საქართველოს შესახებ მიღებულ კრიტიკულ რეზოლუციას კიდევ ერთხელ გამოეხმაურა.