თბილისის მერიამ ე.წ. რიყის დოქების დანგრევის გადაწყვეტილება მიიღო – ინფორმაციას ამის შესახებ, სოციალურ ქსელში, იურისტი ირაკლი აბესაძე ავრცელებს.
„რიყის დოქები დაინგრევა და აქ სასტუმრო/კაზინო/რესტორნები აშენდება. კალაძის მერიამ დანგრევის ნებართვა უკვე გასცა. ეს ძალიან მსხვილმასშტაბიანი კორუფციაა – საქართველოში საუკეთესო საინვესტიციო მიწის ნაკვეთის ფაქტობრივად უფასოდ ,,დათრევა”,- წერს ირაკლი აბესაძე.















