ბათუმში, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში, ბუნებრივი აირის ბალონის აალების შედეგად ორი ადამიანი მსუბუქად დაშავდა.
დაშავებულებმა სხეულის სხვადასხვა ნაწილზე მსუბუქი დამწვრობები მიიღეს. ისინი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.















