„იმ ფონზე, როდესაც უკრაინა და მოლდოვა მიდიან წინ, მათთვის ახალი კარი გაიხსნა იმ ძალიან მნიშვნელოვან ეროვნულ პროცესში, რომელიც მათ მეტი მშვიდობის და კეთილდღეობისკენ წაიყვანს, მერე ევროინტეგრაციას გახდის შესაძლებელს, საქართველო არის სრულ ჩიხში და იზოლაციაში მოქცეული. ჩვენ რეალურად დავკარგეთ ყველა ის შანსი, რაც ისტორიულად გვქონდა მოცემული, დავკარგეთ მილიარდობით ევრო შემოსავალი, ჩვენი სახელმწიფო და საჯარო სისტემის რეფორმის შანსი, ცივილიზებულ მსოფლიოსთან შეერთების და ამ ოჯახში ყოფნის შანსი, რაც გამოიხატება ეკონომიკურ წინსვლაზე ეფექტებში, თითოეული ქართველის ცხოვრების სტანდარტზე, ჩვენი ქვეყნის არსზე, იდენტობაზე, რაობაზე, მომავალზე. ნაცვლად იმისა, რომ ახლა ვიყენებდეთ ამ შანსს, ვმდიდრდებოდეთ, მივდიოდეთ წინ, ქმედით ნაბიჯებს ვდგამდეთ იმისკენ, რომ საქართველო რეალური მშვიდობის და უსაფრთხოების სივრცეში გაწევრიანდეს, ამ რეჟიმის გამო, ჩვენ ვართ მაჩანჩალა, იზოლირებულ სახელმწიფოდ გადაქცეული, რომელსაც არავითარი პერსპექტივა აღარ გააჩნია ამ პოლიტიკის პირობებში,“
ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ საგარეო მდივანმა, გრიგოლ გეგელიამ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ინფორმაციას, რომ ევროკავშირმა უკრაინასთან და მოლდოვასთან ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებების მე-6 კლასტერი გახსნა.















