“ირაკლი ოქრუაშვილი ციხეშია, ალეკო ელისაშვილი ციხეშია, მგონი გია ბარამიძე იყო პოლიტიკოსებს შორის მხოლოდ გარეთ, ვისზედაც რუსეთს ძებნა ჰქონდა გამოცხადებული უკრაინაში საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის გამო . მთავარია რუსეთის პროკურატურამ მოითხოვოს და საქართველოს პროკურატურა სამშობლოს ღალატის კი არა, ცოლის ღალატის მიზეზითაც გაგიშვებს ციხეში. გიაც აიტანს ციხეს მაგრამ აწი რასაც მოგთხოვენ რუსები, იმას რიგორ გადაიტანთ, მაგასაც ვნახავ!”

ასე გამოეხმაურა  ეთიკურ და კონფესიურ ურთიერთობათა ცენტრის ხელმძღვანელი, ლელა ჯეჯელავა გიორგი ბარამიძის სახლში ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებებს და მისი დაკავებას.