გამოცემა Bloomberg-ი დოკუმენტებზე დაყრდნობით წერს, რომ რუსეთში, შიში არჩევნების შემდეგ შესაძლო მასშტაბური მობილიზაციის შესახებ იზრდება არა მხოლოდ რიგით მოქალაქეებში, არამედ კრემლის ჩინოვნიკებშიც.
როგორც ირკვევა დოკუმენტებიდან, რომლებსაც Bloomberg-ი გაეცნო, ბოლო თვეებში რუსი ჩინოვნიკები და სამხედრო კომისარიატების თანამშრომლები ცდილობენ ანგარიშების გახსნას უცხოურ ბანკებში, აქტივების საზღვარგარეთ გატანას და არწმუნებენ თავიანთ ახლობლებსა და ნათესავებს, დატოვონ რუსეთი.
Bloomberg-ის მიერ მოპოვებული დოკუმენტები მოწმობს, რომ ისინი ამას ფარულად, არალეგალური გზებითა და სქემებით ცდილობენ: ფულს გზავნიან არა ევროპაში, არამედ ისეთ ქვეყნებში, რომლებიც რუსეთს სანქციებს არ უწესებენ და აქტივების დიდი ნაწილი გააქვთ ციფრული ვალუტის (კრიპტოს) მეშვეობით, რადგან მისი გაკონტროლება რუსეთის საბანკო სისტემისთვის ყველაზე რთულია.
საუბრები რუსეტში შესაძლო მობილიზაციის შესახებ ბოლო რამდენიმე თვეა მიმდინარეობს. ამ ფონზე, რუსეთის ხელისუფლება, მათ შორის პუტინი, ამას არაერთგზის უარყოფდა. სექტემბერში პუტინმა მსგავსი განცხადება სამი დღის განმავლობაში ორჯერ გააკეთა.


