პენიტენციური სამსახური პატიმარ დავითაძის ოჯახს პასუხობს და კიდევ ერთ ვიდეოს ასაჯაროებს

სპეციალური პენიტენციური სამსახური მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის დედის განცხადებას ეხმაურება და აცხადებს, რომ მე-6 დაწესებულების მსჯავრდებულთა დეესკალაციის საკნებში გადაყვანა არ უკავშირდებოდა გიორგი დავითაძის მიმართ სოლიდარობის გამოხატვას. უწყება ასევე ასაჯაროებს კადრებს, რომელიც მათი განცხადებით პატიმრების მიერ დაწესებულების წარმომადგენლების, მათ შორის ციხის დირექტორის მოადგილის ფიზიკურ შეურაცხყოფას ასახავს.

„სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმიანება მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის დედის მიერ სახალხო დამცველის წარმომადგენელთან შეხვედრის შემდეგ №6 პენიტენციური დაწესებულების ტერიტორიაზე გაკეთებულ განცხადებას, რომ მსჯავრდებული გიორგი დავითაძე სამოქალაქო სექტორის კლინიკა „ვივამედში“ არ გადავა იქამდე, სანამ იმ მსჯავრდებულებს, რომლებმაც, მისი განცხადებით, დავითაძეს სოლიდარობა გამოუცხადეს, დეესკალაციის საკნებიდან არ გამოიყვანენ. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ მსჯავრდებულ დავითაძის დედის მიერ გავრცელებული აღნიშნული ინფორმაცია არის სიცრუე.

სინამდვილეში, მე-6 დაწესებულებაში მსჯავრდებულების დეესკალაციის საკნებში გადაყვანა არ ყოფილა დაკავშირებული გიორგი დავითაძის მიმართ სოლიდარობის გამოხატვასთან. მათი დეესკალაციის საკნებში გადაყვანა მოხდა კანონმდებლობის მოთხვნათა შესაბამისად როგორც უშუალოდ მსჯავრდებულების, ისე სხვა პირთა (დაწესებულების თანამშრომლები) უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით.

კერძოდ, 2026 წლის 2 ოქტომბერს, 22:14 საათზე, ბ. ჭ-მ №6 დაწესებულების დირექტორის მოადგილე დავით ნიკოლაიშვილს საკანში შესვლის მცდელობისას მუცელში ფეხი ჩაარტყა. ამავე დაწესებულებაში 2026 წლის 4 ოქტომბერს, 20:22 საათზე, მსჯავრდებულებმა ჯ. ჯ-მა და ვ.თ-მა სეირნობიდან დაბრუნებისას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს დაწესებულების თანამშრომლებს.

აქვე განვმარტავთ, რომ პენიტენციური სამსახურის თანამშრომელზე თავდასხმა წარმოადგენს მძიმე სისხლის სამართლის დანაშაულს და სამსახური არ დაუშვებს თანამშრომელთა მიმართ ძალადობისა და თავდასხმის არცერთი ფაქტის უგულებელყოფას. თითოეულ ასეთ შემთხვევას მოჰყვება შესაბამისი სამართლებრივი შეფასება და კანონით გათვალისწინებული რეაგირება.

სწორედ ზემოაღნიშნულის გამო განთავსდნენ მსჯავრდებულები დეესკალაციის საკნებში და ეს ფაქტი არანაირად არ უკავშირდება მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის მიმართ გამოცხადებულ სოლიდარობას, როგორც ამის წარმოჩენას მისი ოჯახის წევრები ცდილობენ.

კიდევ ერთხელ განმარტავთ, რომ დაწესებულებაში ნებისმიერი გადაწყვეტილება მიიღება პენიტენციური კოდექსის, დაწესებულების დებულებისა და დღის განრიგის შესაბამისად. ამიტომ დაუშვებელია აღნიშნული გადაწყვეტილებების ერთმანეთთან დაუსაბუთებლად დაკავშირება”, – ნათქვამია განცხადებაში.

პოპულარული

რუსეთი ნატოს ბირთვული იარაღით დაემუქრა: Reuters

სააგენტო Reuters-მა ნახა დოკუმენტი, რომელიც მოსკოვმა ნატოს გაუგზავნა. მასში...

ბერა ივანიშვილი ღირსების დაცვას იწყებს – ვის უჩივის ბიძინა ივანიშვილის ვაჟი?

ბიძინა ივანიშვილის შვილი ბერა ივანიშვილი სამართლიანობისთვის ბრძოლას იწყებს. ამბობს,...

შსს-სგან მივიღეთ ინფორმაცია, რომ არ შეიძლება 1 ოქტომბერს აქცია ჩატარდეს, მაინც მივალთ – ენმ

"შსს-სგან მივიღეთ ინფორმაცია, რომ არ შეიძლება 1 ოქტომბერს აქცია...

“მხოლოდ პოლიტიკური მისია ჰქონდათ” – პაპუაშვილი კონრად ადენაუერის ფონდზე

"მხოლოდ პოლიტიკური მისია ჰქონდათ" - შალვა პაპუაშვილი კონრად ადენაუერის...

აშშ 20-წლიანი სამხედრო ყოფნის შემდეგ ერაყიდან გადის. რას ტოვებს უკან და რა იქნება შემდეგ?

აშშ გეგმავს, ერაყიდან დარჩენილი სამხედრო კონტინგენტის გაყვანა 30 სექტემბრისთვის...

ევროპაში თავშესაფრის მოთხოვნების რაოდენობა მეოთხედით შემცირდა

ევროპაში 2026 წლის პირველი ცხრა თვის განმავლობაში თავშესაფრის მოთხოვნების...

“საქართველოში დასაქმებას დაჰპირდნენ, წაართვეს პირადობა, ფული” – დაკავებულია 2 პირი

ბათუმში ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის ბრალდებით უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე...

ყველა ამბავი

პროკურატურის განცხადებით,ზოდელავამ და ბერიძემ დანაშაული აღიარეს და მოინანიეს

პროკურატურა აცხადებს, რომ 4 ოქტომბრის საქმეზე სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობის...

რუსული ჭურვი მოლდოვის საზღვარზე ჩამოვარდა და სამგზავრო ავტობუსი დააზიანა

დღეს დილით, მოლდოვა-უკრაინის საზღვარზე ვითარება უკიდურესად დაიძაბა. უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე რუსეთის მორიგი საჰაერო იერიშის დროს, ჭურვი მოლდოვის საზღვართან მდებარე...

რამდენიმე სტუდენტს აღენიშნა ალკოჰოლური თრობის შედეგად გამოწვეული შეუძლოდ ყოფნა – კავკასიის უნივერსიტეტი

"რამდენიმე სტუდენტს აღენიშნა ალკოჰოლური თრობის შედეგად გამოწვეული შეუძლოდ ყოფნა"-კავკასიის უნივერსიტეტი Welcome Party-ზე რამდენიმე სტუდენტის მოწამვლის ფაქტს ეხმაურება."კავკასიის უნივერსიტეტი ეხმაურება...

“ჩვეულებრივი სპექტაკლია” – შარმანაშვილი მსჯავრდებულ დავითაძეზე

ეს ჩვეულებრივი სპექტაკლია. მათ ჰგონიათ, რომ ასეთი ტიპის მოქმედებებით შანტაჟს გაუწევენ სახელმწიფოს, სახელმწიფო კი გამოაჩენს სისუსტეს, თავში ხელს შემოირტყამს...

ე.წ. შუმოკი რუსთავის მე-6 ციხეში: მსჯავრდებულმა დავითაძემ ლითონის ნივთები გადაყლაპა

მსჯავრდებული გიორგი დავითაძე უარს ამბობს საავადმყოფოში გადაყვანაზე მას შემდეგ, რაც დედის - ირმა დავითაძის თქმით, 3 ცალი მეტალის ნივთი...

გარდაბანში კაცი მოკლეს – დააკავეს წარსულში ნასამართლევი პირი

სამართალდამცველებმა განზრახ მკვლელობის ბრალდებით წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს.შსს-ს ცნობით, ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკებისას ახალგაზრდა მამაკაცს ცივი იარაღის გამოყენებით დაზიანებები მიაყენა. მამაკაცი...

„ძირს მეფე“, „თქვენ ჩვენს შვილებს ომში კლავთ“ – მოსკოვში კომუნისტების აქციაზე 60-მდე პირი დააკავეს

კვირას, 4 ოქტომბერს, მოსკოვში, სამართალდამცავებმა მასობრივი დაკავებები განახორციელეს მას შემდეგ, რაც კომუნისტური პარტიის მიერ ორგანიზებულ სანქცირებულ მსვლელობაზე ანტისამთავრობო ლოზუნგები...

ოკუპანტებმა ხარკოვზე იერიშისთვის „ბანდეროლის“ ტიპის ფრთოსანი რაკეტები გამოიყენეს

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინის ქალაქ ხარკოვის სამრეწველო რაიონზე მორიგი სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს. უკრაინული მედიის ინფორმაციით, რომელიც ხარკოვის მერ იგორ...

პენიტენციური სამსახური: მსჯავრდებულმა გიორგი დავითაძემ გადაყლაპა გაურკვეველი მცირე საგანი

2026 წლის 4 ოქტომბერს, 21:12 საათზე მსჯავრდებულმა გიორგი დავითაძემ №6 პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაციის თანამშრომელს დაუძახა და მის თვალწინ, ასევე...

მოსკოვში ქართველი ბიზნესმენის ყოფილი ცოლი და 19 წლის ქალიშვილი მოკლული იპოვეს

მოსკოვში ქართველი რესტორატორის, მამუკა წერეთლის ყოფილი მეუღლე, 53 წლის ელენა წერეთელი და მათი 19 წლის ქალიშვილი მოკლული იპოვეს. ორმაგ...

ლატვიის საპარლამენტო არჩევნებში პრემიერ კულბერგსის პარტიამ გაიმარჯვა

ლატვიის პრემიერ-მინისტრ ანდრის კულბერგსის მემარჯვენე-კონსერვატიულმა პარტიამ „გაერთიანებული სია“ 3 ოქტომბერს გამართულსაპარლამენტო არჩევნებში ყველაზე მეტი მხარდაჭერა მიიღო. ხმების 98%-ის დათვლის შემდეგ...

ევროპაში თავშესაფრის მოთხოვნების რაოდენობა მეოთხედით შემცირდა

ევროპაში 2026 წლის პირველი ცხრა თვის განმავლობაში თავშესაფრის მოთხოვნების რაოდენობა მეოთხედით შემცირდა. ამის შესახებ კვირას, 4 ოქტომბერს, Welt am...