ოპოზიციური პარტიების აკრძალვის თაობაზე საკონსტიტუციო სარჩელის განხილვის პროცესები 21-22-23 ოქტომბერს ჩაინიშნა

ოპოზიციური პარტიების აკრძალვის თაობაზე მომზადებული საკონსტიტუციო სარჩელის განხილვის პროცესები 21 ოქტომბრიდან ჩაინიშნა. ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა სოციალურ ქსელში დაწერეს.

„ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ირაკლი კუპრაძე აცხადებს, რომ დაუკავშირდნენ საკონსტიტუციო სასამართლოდან და შეატყობინეს, რომ პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებული პროცესები 21-22-23 ოქტომბერს ჩაინიშნა.

„დამირეკეს საკონსტიტუციო სასამართლოდან, პარტიების აკრძალვის პროცესები ჩანიშნეს ფორსირებულად – 21 ოქტომბერი, 22 ოქტომბერი, 23 ოქტომბერი. მონდომებაც ამას ჰქვია“, – წერს ირაკლი კუპრაძე სოციალურ ქსელში.

საკონსტიტუციო სასამართლოდან დაუკავშირდნენ „გახარია საქართველოსთვის“ პარტიის ლიდერს, ბერდია სიჭინავასაც და პროცესზე დაიბარეს.

„საკონსტიტუციო სასამართლოდან დამირეკეს, 21, 22, 23 ოქტომბერს მობრძანდით, თქვენი აკრძალვის პროცესზეო… მეთქი ქალბატონო, ან სარჩელი გადმოგზავნეთ ოფიციალურად, ან ჩვენს პოზიციას დაელოდეთ წერილობით… არ გვჭირდება, ბატონო ეგენიო.

ბოლოს მეუბნება, ნაცმოძრაობის ან/და ფედერალისტებსაც ხომ ვერ დამაკავშირებო, მეთქი ქალბატონო, თქვენ მართლა კოლექტიური ნაცმოძრაობა ხო არ გგონივართ-მეთქი? წადით და ვასილ როინიშვილს ჰკითხეთ “ნაცმოძრაობის” საკონტაქოთქო. მგონი უჩემოდაც გავლენ კონტაქტზე”, – წერს ბერდია სიჭინავა.

ინფორმაცია გაავრცელა “კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა, თენგო კირთაძემაც.

“დამირეკეს საკონსტიტუციო სასამართლოდან, ჩაინიშნა სხდომები “კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროას” აკრძალვასთან დაკავშირებით”, – აღნიშნავს ოპოზიციონერი.

პოპულარული

ამ ეტაპზე არ განიხილება არ განიხილება – კობახიძე საწვავის აქციზის შემცირებაზე

ამ ეტაპზე ასეთი საკითხი არ განიხილება. თქვენ იცით, რომ...

ზოდელავას, ბერიძეს და კიდევ 2 პირს საპროცესო გაუფორმდება

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულ მურთაზ ზოდელავას, ლაშა ბერიძეს, ირაკლი...

ძიუდოისტი ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონი გახდა

ძიუდოისტი ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონი გახდა. აზერბაიჯანის დედაქალაქში, ბაქოში,...

მინდა, საჯაროდ დავგმო არჩევნები, რომელიც რუსეთმა საქართველოს ტერიტორიაზე ჩაატარა – ოანა-სილვია ტოიუ

მინდა, საჯაროდ დავგმო არჩევნები, რომელიც რუსეთმა საქართველოს ტერიტორიაზე ჩაატარა...

ივანიშვილისგან ვიღებთ რჩევებს, საკითხებს ერთად განვიხილავთ – კობახიძე

ივანიშვილისგან ვიღებთ რჩევებს, საკითხებს ერთად განვიხილავთ. ირაკლი კობახიძემ ბიძინა...

აშშ-ის ისტორიაში პირველად — სიკვდილით დასჯის პირდაპირ ეთერში გადაცემა იგეგმება

აშშ-ის თავდაცვის სამინისტრო ნიდალ ჰასანის სიკვდილით დასჯის პირდაპირ ეთერში...

თბილისში ირანელი აქტივისტი დააკავეს

თბილისში ირანელი აქტივისტი მოჰამმად მაჰდი რაჰიმიანი დააკავეს და და...

ქართველი მებრძოლების დევნა – ივანიშვილის მთავრობის და კრემლის საერთო ოპერაცია?: საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო

დამთხვევა თუ გამიზნული ქმედება: რატომ დაიწყო საქართველოში სისხლისსამართლებრივი დევნა...

ყველა ამბავი

სენატორები ტრამპს:“გარიგება, რომელიც პუტინთან დადეთ, ვერ მიაღწევს სამართლიან მიზნებს და არც ამერიკელებს მოუტანს სარგებელს“

აშშ-ის სენატორთა ჯგუფმა პრეზიდენტ დონალდ ტრამპს წერილით მიმართა და რუსეთთან დაკავშირებული სანქციების შემსუბუქება გააკრიტიკა. კანონმდებლები აცხადებენ, რომ მსგავსი ნაბიჯები...

საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციის აკრძალვის საქმის განხილვა იწყება

ოპოზიციონერი პოლიტიკოსები საკოსტიტუციო სასამართლოში დაიბარეს, სადაც როგორც ირკვევა, ოპოზიციური პარტიების აკრძალვის თაობაზე მომზადებული საკონსტიტუციო სარჩელის განხილვის პროცესები 21 ოქტომბრიდან...

ეს აბსურდი როგორ მოვინანიო? რა მოვინანიო? – მანჯგალაძე საპროცესოზე

"ეს აბსურდი როგორ მოვინანიო? ან რა მოვინანიო?"- 4 ოქტომბრის საქმეზე "ჯგუფური ძალადობის ორგანიზებაში" მსჯავრდებული პაატა მანჯგალაძე საპროცესო შეთანხმებებთან დაკავშირებით...

მოლდოვაში მასშტაბური ქოლცენტრების ქსელი გაანადგურეს – საქმეში საქართველოს მოქალაქეები ფიგურირებენ

საქართველოს მოქალაქეები ფიგურირებენ მოლდოვაში გამოვლენილ მასშტაბურ ტრანსნაციონალურ დანაშაულებრივ ჯგუფში, რომელმაც ყალბი კრიპტოვალუტის პლატფორმების მეშვეობით აშშ-ისა და კანადის მოქალაქეები დააზარალა.მოლდოვის...

თბილისში ირანელი აქტივისტი დააკავეს

თბილისში ირანელი აქტივისტი მოჰამმად მაჰდი რაჰიმიანი დააკავეს და და მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრში გადაიყვანეს.ინფორმაციას ,,უფლებები საქართველო" ავრცელებს, რომელიც...

ზოდელავას, ბერიძეს და კიდევ 2 პირს საპროცესო გაუფორმდება

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულ მურთაზ ზოდელავას, ლაშა ბერიძეს, ირაკლი ჩხვირკიასა და გური ჟვანიას საპროცესო შეთანხმება გაუფორმდება.საქმის პროკურორის, ვაჟა თოდუას...

ეს იყო ნამდვილი ბუნტი, ზანზარებდა იქაურობა: ალეკო ელისაშვილი რუსთავის ციხეში 2 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებზე ყვება

მსჯავრდებულმა ალეკო ელისაშვილმა სასამართლო პროცესზე რუსთავის მე-6 დაწესებულებაში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა.ოპოზიციონერი ლიდერი, რომელიც სასჯელს იმავე ციხეში იხდის, სადაც პატიმარი...

„ეწინააღმდეგება დემოკრატიის სტანდარტებს“: ვენეციის კომისიის კრიტიკული დასკვნა

საქართველოს ხელისუფლების მიერ მიღებული კანონები დემოკრატიისა და პლურალიზმის საერთაშორისო სტანდარტებს ეწინააღმდეგება, პოლიტიკური ოპოზიციის ჩამოყალიბებასა და არსებობას ხელს უშლის, ხოლო...

ორსულობის, მშობიარობის და ბავშვის მოვლის პერიოდში მოქალაქის საშვებულებო ანაზღაურება ყადაღას არ დაექვემდებარება

ორსულობის, მშობიარობის და ბავშვის მოვლის პერიოდში მოქალაქის საშვებულებო ანაზღაურება ყადაღას არ დაექვემდებარება-"სა­აღ­სრუ­ლე­ბო წარ­მო­ე­ბა­თა შე­სა­ხებ" კა­ნონ­ში ცვლი­ლე­ბე­ბი პარ­ლა­მენ­ტმა პირ­ვე­ლი მოს­მე­ნით...

გიორგი დავითაძეზე ზეწოლა გრძელდება, ორმა ბადრაგმა ფანჯრიდან აგინა – ადვოკატი

"გიორგი დავითაძეზე ზეწოლა გრძელდება, ორმა ბადრაგმა ფანჯრიდან აგინა"-ადვოკატის, მარიკა არევაძის ინფორმაციით, პატიმარ გიორგი დავითაძეზე გრძელდება ზეწოლა და პროვოკაციული ქმედებები."ახლახანს...

ბრიუსელის პოლიტიკამ EU-ს სტრატეგიული ინტერესები, საქართველოსთან მიმართ დააზიანა – მახაშვილი

ევროკავშირის საბჭოს სხდომა, სადაც კაია კალასის და სხვათა მიერ გაკეთებული განცხადებები არის იმის აღიარება, რომ საქართველოსთან მიმართებით ბრიუსელის პოლიტიკამ...

ადრე თუ გვიან, მოუწევთ, ოცნებას ესაუბრონ – მაჭავარიანი EU-ზე

ბრიუსელის მმართველი ელიტა ისევ გაბუტვის რეჟიმში რჩება, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ ვერ დაგვითანხმეს, საქართველო პროქსი ქვეყნად გამოეყენებინათ  ვერც რევოლუციის...