რუსეთმა კიევზე მორიგი მასშტაბური კომბინირებული თავდასხმა განახორციელა

13-14 ოქტომბრის ღამესა და გამთენიისას, რუსულმა ძალებმა მიზანმიმართული იერიში მიიტანეს კიევის რამდენიმე ენერგოობიექტზე, მათ შორის დედაქალაქის ერთ-ერთ უმთავრეს თბოელექტროსადგურზე (CHPP-4). დარტყმების შედეგად კიევის ხუთ რაიონში (დარნიცკი, დნიპროვსკი, პეჩერსკი, სოლომიანსკი და ჰოლოსიევსკის ნაწილი) ელექტროენერგიის მიწოდება ავარიულად შეწყდა.

ბალისტიკური რაკეტა მოხვდა დესნიანსკის რაიონში მდებარე 9-სართულიან საცხოვრებელ კორპუსს. გაჩნდა ძლიერი ხანძარი. ბოლო მონაცემებით, დაიღუპა 3 ადამიანი, ხოლო 21-ზე მეტმა პირმა, მათ შორის ერთმა ბავშვმა, სხეულის დაზიანებები მიიღო.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინულმა რადარებმა რაკეტები მხოლოდ მაშინ დააფიქსირეს, როდესაც ისინი უკვე კიევის გარეუბნებს უახლოვდებოდნენ. უკრაინას დასავლელი პარტნიორებისგან წინასწარი სადაზვერვო მონაცემები და გაფრთხილება ამჯერადაც არ მიუღია.

დონალდ ტრამპის მიერ 11 ოქტომბერს გაჟღერებული განცხადების მიუხედავად, რომ მხარეები ენერგეტიკულ სექტორზე დარტყმების შეწყვეტაზე შეთანხმდნენ, კრემლს რეალური ნაბიჯები არ გადაუდგამს. უკრაინამ ორმხრივი პაუზის მზადყოფნის ნიშნად რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე იერიშები დროებით შეაჩერა, თუმცა რუსეთმა ეს პერიოდი კიევის კრიტიკული ქსელის წინააღმდეგ ახალი ბალისტიკური დარტყმების მოსამზადებლად გამოიყენა. ზელენსკიმ მოსკოვის ეს ქმედება აშშ-ის ინიციატივის აშკარა უპატივცემულობად შეაფასა.

ვოლოდიმირ ზელენსკის ინფორმაციით, რუსეთმა 39 ბალისტიკური რაკეტა და 120-ზე მეტი დრონი გამოიყენა კიევში, კიევის ოლქსა და ხარკოვში მდებარე ენერგეტიკული და კრიტიკული ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ.

„დარტყმა სრულად განზრახული და მასშტაბის მხრივ დემონსტრაციული ხასიათის იყო – რუსეთს შეერთებული შტატების მიმართ ასეთი დემონსტრაციული უპატივცემულობა აქამდე არასდროს გამოუვლენია. რუსეთი ამერიკის პრეზიდენტის განცხადებებს არ მიიჩნევს ძლიერად. სამწუხაროდ, ამჟამად ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი სულ მცირე 600 000 ადამიანი. შესაძლოა, გათიშვები კიდევ უფრო მასშტაბური გახდეს. სამწუხაროდ, მნიშვნელოვნად დაზიანდა ობიექტები და აღჭურვილობა – ჩვენი ენერგოსისტემის 26 და ნავთობისა და გაზის სექტორის ოთხ ობიექტზე.

მოვუწოდებთ ამერიკას და მსოფლიოში ყველას, ვინც თვალს არ ხუჭავს რეალობაზე, მოახდინონ რეაგირება – თანაც მტკიცე რეაგირება. რუსეთმა ხელიდან გაუშვა დეესკალაციის შანსი და აშკარად აირჩია განადგურებისკენ მიმართული თავისი გიჟური ომის გაგრძელება. მოვუწოდებთ პრეზიდენტ ტრამპს, დაუწესოს რუსეთს მკაცრი სანქციები, მით უმეტეს, რომ ლინდსი გრემის კანონპროექტი, რომელიც ცოტა ხნის წინ დამტკიცდა და კანონად იქცა, სწორედ ასეთი ზომების გატარების უფლებას იძლევა და მათ არეგულირებს.

ვითხოვთ Patriot-ის ტიპის საზენიტო-სარაკეტო სისტემების დამატებით პაკეტებს უკრაინისთვის. სრულიად სამართლიანია, როდესაც შეერთებულ შტატებს, ევროპასა და ჩვენს ყველა პარტნიორს ვეუბნებით, რომ მსოფლიოში არცერთი ქვეყანა არ უნდა დარჩეს პირისპირ მარტო ისეთ შეშლილ და ომის მომხრე აქტორთან, როგორიც რუსეთია”, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

პოპულარული

მარტა კოსი ოცნებაზე:სანამ ევროპული ღირებულებებისკენ არ გადადგამენ ნაბიჯებს, ჩვენ მათთან არ ვითანამშრომლებთ

საქართველოს კანდიდატის სტატუსი მხოლოდ ფურცელზე არსებობს, ძალიან გვსურს საქართველოს...

რა გამოწვევაც არ უნდა გვქონდეს წინ, ევროკავშირს კვლავ სჯერა საქართველოს ევროპული მომავლის – მარტა კოსი

"რა გამოწვევაც არ უნდა გვქონდეს წინ, ევროკავშირს კვლავ სჯერა...

ტრამპი ამბობს, რომ რუსეთი და უკრაინა ენერგეტიკულ ზავზე შეთანხმდნენ. ზელენსკი საკუთარ პირობებს ასახელებს

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ რუსეთი და უკრაინა...

აშშ-ის ისტორიაში პირველად — სიკვდილით დასჯის პირდაპირ ეთერში გადაცემა იგეგმება

აშშ-ის თავდაცვის სამინისტრო ნიდალ ჰასანის სიკვდილით დასჯის პირდაპირ ეთერში...

ქართული ოცნება ქართველ ხალხს ევროპულ მომავალს სისტემატურად ართმევს – კაია კალასი

"ქართული ოცნება ქართველ ხალხს ევროპულ მომავალს სისტემატურად ართმევს"- საგარეო...

ადრე თუ გვიან, მოუწევთ, ოცნებას ესაუბრონ – მაჭავარიანი EU-ზე

ბრიუსელის მმართველი ელიტა ისევ გაბუტვის რეჟიმში რჩება, იქიდან გამომდინარე,...

პროკურატურამ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის ნანა ყეინიშვილის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო

პროკურატურამ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის ნანა ყეინიშვილის წინააღმდეგ, შპს...

ყველა ამბავი

ღამის განმავლობაში მოსკოვის მიმართულებით თითქმის 500 დრონი დაფრინავდა – მოსკოვის მერი

რუსული მედიის ინფორმაციით, მოსკოვის მერმა, სერგეი სობიანინმა განაცხადა, რომ ღამის განმავლობაში მოსკოვის მიმართულებით თითქმის 500 დრონი დაფრინავდა - თავდასხმის...

რომის პაპის ოპერაციამ გართულებების გარეშე ჩაიარა. მას სიმსივნე ამოჰკვეთეს

წმინდა საყდრის ოფიციალური ინფორმაციით, რომის პაპი ლეო XIV წარმატებული ქირურგიული ოპერაციის შემდეგ თავს კარგად გრძნობს. პონტიფიკოსს მარჯვენა ფილტვიდან ავთვისებიანი...

სენატორები ტრამპს:“გარიგება, რომელიც პუტინთან დადეთ, ვერ მიაღწევს სამართლიან მიზნებს და არც ამერიკელებს მოუტანს სარგებელს“

აშშ-ის სენატორთა ჯგუფმა პრეზიდენტ დონალდ ტრამპს წერილით მიმართა და რუსეთთან დაკავშირებული სანქციების შემსუბუქება გააკრიტიკა. კანონმდებლები აცხადებენ, რომ მსგავსი ნაბიჯები...

ოპოზიციური პარტიების აკრძალვის თაობაზე საკონსტიტუციო სარჩელის განხილვის პროცესები 21-22-23 ოქტომბერს ჩაინიშნა

ოპოზიციური პარტიების აკრძალვის თაობაზე მომზადებული საკონსტიტუციო სარჩელის განხილვის პროცესები 21 ოქტომბრიდან ჩაინიშნა. ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა სოციალურ ქსელში...

საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციის აკრძალვის საქმის განხილვა იწყება

ოპოზიციონერი პოლიტიკოსები საკოსტიტუციო სასამართლოში დაიბარეს, სადაც როგორც ირკვევა, ოპოზიციური პარტიების აკრძალვის თაობაზე მომზადებული საკონსტიტუციო სარჩელის განხილვის პროცესები 21 ოქტომბრიდან...

ეს აბსურდი როგორ მოვინანიო? რა მოვინანიო? – მანჯგალაძე საპროცესოზე

"ეს აბსურდი როგორ მოვინანიო? ან რა მოვინანიო?"- 4 ოქტომბრის საქმეზე "ჯგუფური ძალადობის ორგანიზებაში" მსჯავრდებული პაატა მანჯგალაძე საპროცესო შეთანხმებებთან დაკავშირებით...

მოლდოვაში მასშტაბური ქოლცენტრების ქსელი გაანადგურეს – საქმეში საქართველოს მოქალაქეები ფიგურირებენ

საქართველოს მოქალაქეები ფიგურირებენ მოლდოვაში გამოვლენილ მასშტაბურ ტრანსნაციონალურ დანაშაულებრივ ჯგუფში, რომელმაც ყალბი კრიპტოვალუტის პლატფორმების მეშვეობით აშშ-ისა და კანადის მოქალაქეები დააზარალა.მოლდოვის...

თბილისში ირანელი აქტივისტი დააკავეს

თბილისში ირანელი აქტივისტი მოჰამმად მაჰდი რაჰიმიანი დააკავეს და და მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრში გადაიყვანეს.ინფორმაციას ,,უფლებები საქართველო" ავრცელებს, რომელიც...

ზოდელავას, ბერიძეს და კიდევ 2 პირს საპროცესო გაუფორმდება

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულ მურთაზ ზოდელავას, ლაშა ბერიძეს, ირაკლი ჩხვირკიასა და გური ჟვანიას საპროცესო შეთანხმება გაუფორმდება.საქმის პროკურორის, ვაჟა თოდუას...

ეს იყო ნამდვილი ბუნტი, ზანზარებდა იქაურობა: ალეკო ელისაშვილი რუსთავის ციხეში 2 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებზე ყვება

მსჯავრდებულმა ალეკო ელისაშვილმა სასამართლო პროცესზე რუსთავის მე-6 დაწესებულებაში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა.ოპოზიციონერი ლიდერი, რომელიც სასჯელს იმავე ციხეში იხდის, სადაც პატიმარი...

„ეწინააღმდეგება დემოკრატიის სტანდარტებს“: ვენეციის კომისიის კრიტიკული დასკვნა

საქართველოს ხელისუფლების მიერ მიღებული კანონები დემოკრატიისა და პლურალიზმის საერთაშორისო სტანდარტებს ეწინააღმდეგება, პოლიტიკური ოპოზიციის ჩამოყალიბებასა და არსებობას ხელს უშლის, ხოლო...

ორსულობის, მშობიარობის და ბავშვის მოვლის პერიოდში მოქალაქის საშვებულებო ანაზღაურება ყადაღას არ დაექვემდებარება

ორსულობის, მშობიარობის და ბავშვის მოვლის პერიოდში მოქალაქის საშვებულებო ანაზღაურება ყადაღას არ დაექვემდებარება-"სა­აღ­სრუ­ლე­ბო წარ­მო­ე­ბა­თა შე­სა­ხებ" კა­ნონ­ში ცვლი­ლე­ბე­ბი პარ­ლა­მენ­ტმა პირ­ვე­ლი მოს­მე­ნით...