2025 წელს „იმედის“ წილი ნაციონალური ტელევიზიებისთვის განკუთვნილ საბიუჯეტო კონტრაქტებში 65.21% იყო – MDF

 მედიის განვითარების ფონდის (MDF) ახალი კვლევის მიხედვით, 2025 წელს საქართველოში სატელევიზიო რეკლამიდან მიღებული შემოსავლების თითქმის 83% სახელისუფლებო სარედაქციო პოლიტიკის მქონე არხებზე გადანაწილდა.

ტელეკომპანია „იმედმა“, „მედია ჰოლდინგმა“, POSTV-მ და GDS TV-მ კომერციული სარეკლამო შემოსავლების 82.9% მიიღეს, მაშინ როდესაც 2024 წელს მათი წილი 67.4% იყო. მხოლოდ „იმედზე“ მთელი სატელევიზიო სარეკლამო შემოსავლების 48.1% მოდიოდა.  „იმედმა“, „რუსთავი 2“-მა, POSTV-მ და „მაესტრომ“ 2025 წელი ჯამში თითქმის 76 მილიონი ლარის ზარალით დაასრულეს. ყურადღება გამახვილებულია საბიუჯეტო თანხების არათანაბარ განაწილებაზეც. ნაციონალურ ტელევიზიებთან გაფორმებული სახელმწიფო სარეკლამო კონტრაქტების 97.81% სახელისუფლებო სარედაქციო პოლიტიკის არხებზე მოდიოდა, საიდანაც 65.21% მხოლოდ „იმედმა“ მიიღო.

MDF-ის მიხედვით, 2025 წლის მონაცემების ანალიზის შედეგად შემდეგი ტენდენცია გამოიკვეთა:

  • 2025 წელს სამაუწყებლო მედიის ჯამურმა დეკლარირებულმა შემოსავალმა 240.6 მლნ ლარი შეადგინა, საიდანაც ყველაზე დიდი წილი (51%) ნაციონალურ კომერციულ ტელევიზიებზე მოდიოდა, რომელსაც საზოგადოებრივი მაუწყებელი (37.4%) მოსდევდა.
  • სატელევიზიო ბაზრის საერთო შემოსავალი, წინა წლებთან შედარებით, შემცირდა: 2025 წელს მან 231.3 მლნ ლარი შეადგინა, რისი ძირითადი მიზეზიც არასამაუწყებლო შემოსავლების მკვეთრი კლება იყო.
  • კომერციული სარეკლამო შემოსავლების კონცენტრაცია სახელისუფლებო სარედაქციო პოლიტიკის არხებზე კიდევ უფრო გაიზარდა. თუ 2024 წელს „იმედზე“, „მედია ჰოლდინგზე“, POSTV-სა და GDS TV-ზე კომერციული რეკლამის შემოსავლების 67.4% მოდიოდა, 2025 წელს მათი წილი 82.9%-მდე გაიზარდა. მხოლოდ „იმედმა“, რომელიც ბრიტანეთის მთავრობამ უკრაინასთან დაკავშირებული დეზინფორმაციის გავრცელების გამო 2026 წელს პოსტვისთან ერთად დაასანქცირა, 2025 წელს მთლიანი სატელევიზიო კომერციული სარეკლამო შემოსავლის 48.1% მიიღო.
  • სახელისუფლებო სარედაქციო პოლიტიკის ტელევიზიები შემოსავლის ზრდის მიუხედავად 2025 წელს ზარალზე მუშაობდნენ: „იმედმა“, „რუსთავი 2“-მა, POSTV-იმ და „მაესტრომ“ – 2025 წელი ჯამში 75.97 მილიონი ლარის ზარალით დაასრულეს, საიდანაც ყველაზე დიდი წილი ტელეკომპანია „იმედზე” მოდის (43.1 მილიონი).
  • უცხოურ დაფინანსებაზე დაწესებულმა ახალმა შეზღუდვებმა მაუწყებლების დაფინანსების გარემო შეცვალა, ფინანსური სირთულეების ფონზე მაუწყებლობა სამმა ტელეკომპანიამ შეწყვიტა ან შეაჩერა. „მთავარი არხის“ გარდა, ფინანსური პრობლემების გამო მაუწყებლობა კიდევ ორმა რეგიონულმა ტელეკომპანიამ („მე-9 არხი“ და „ბორჯომი“) შეაჩერა.
  • უცხოური დაფინანსების შეზღუდვის ახალი წესების აღსრულებაში შერჩევითი მიდგომის ნიშნები გამოიკვეთა. დასავლური წყაროებიდან დაფინანსების გამო მარეგულირებელმა რამდენიმე მაუწყებლის მიმართ ზომები გაატარა, თუმცა ჩინეთის საელჩოს მიერ „ობიექტივის“ ეთერში გადაცემის დაფინანსებაზე იდენტური ზომებისთვის არ მიუმართავს.
  • არათანაბარი პირობები რეგიონული ტელევიზიების საკანონმდებლო ვალდებულებების შესრულების მხრივაც იკვეთება. კერძოდ, გამოვლინდა შეუსაბამობა საბიუჯეტო კონტრაქტებით მიღებულ თანხასა და დეკლარირებულ შემოსავალს შორის, რაც მმართველ პარტიასთან დაკავშირებულ რეგიონულ მაუწყებელს „ფარვანას” უკავშირდება.
  • ბაზარზე რამდენიმე ტელევიზია კვლავ მფლობელის ან სხვა შემომწირველების დოტაციაზე იყო დამოკიდებული. „ალტ ინფოს“ – 100%, „სეზონი TV-ის“ – 99.5%, „ერთსულოვნების“ – 99.1%, „სილქმედიის“ შემოსავლის 95%, „ფორმულა მულტიმედიის“ – 80,8%, „ობიექტივის“ – 76.9% მფლობელის ან დაკავშირებული პირების შემოწირულობებით ფორმირდებოდა.
  • კონცენტრაციის ტენდენცია რეგიონული ტელევიზიების ბაზარზეც გამოიკვეთა: აჭარის საზოგადოებრივი ტელევიზიის შემოსავალი რეგიონული ტელევიზიების მთლიანი შემოსავლის 89.25%-ს შეადგენდა. ამავე დროს, კერძო რეგიონული მაუწყებლების უმრავლესობაში შემოსავლების კლება დაფიქსირდა.
  • 2025 წელს რეკლამისა და ინფორმაციის გავრცელების მიზნით მედიასაშუალებებთან და შუამავალ კომპანიებთან გაფორმებული საბიუჯეტო კონტრაქტების ჯამურმა ღირებულებამ 9.28 მლნ ლარი შეადგინა. ეს მაჩვენებელი 2023 წლის მონაცემზე დაახლოებით 953 ათასი ლარით ნაკლებია.
  • შეიცვალა საბიუჯეტო რესურსების განაწილების სტრუქტურა. 2023 წელთან შედარებით ონლაინმედიასთან გაფორმებული კონტრაქტები თითქმის გაორმაგდა, ხოლო ნაციონალური ტელევიზიების კონტრაქტები თითქმის განახევრდა. პარალელურად გაიზარდა რეგიონული ტელევიზიებისა და რადიოს დაფინანსება, ხოლო პრესის, სოციალური მედიისა და შერეული კონტრაქტების მოცულობა შემცირდა.
  • მკვეთრად გაიზარდა შუამავალი კომპანიების როლი და მათ გავლით განხორციელებული შესყიდვების კონცენტრაცია. 2025 წელს შუამავლების მეშვეობით გაფორმებული საერთო კონტრაქტების ღირებულებამ 2.19 მლნ ლარს მიაღწია, რაც 2023 წელთან შედარებით 154%-იანი ზრდაა. ათი ყველაზე მსხვილი კონტრაქტიდან რვა შპს „პირველთან“ იყო გაფორმებული, რაც საბიუჯეტო თანხების განაწილებაში რამდენიმე მსხვილი შუამავლის მზარდ როლზე მიუთითებს.
  • საბიუჯეტო რეკლამის განაწილება ნაციონალურ ტელევიზიებში კვლავ უკიდურესად არათანაბარია. 2025 წელს ამ კატეგორიის კონტრაქტების 97.81% კვლევაში სახელისუფლებო სარედაქციო პოლიტიკის ტელევიზიებზე მოდიოდა, ხოლო ხელისუფლების მიერ არაკონტროლირებად არხებზე – მხოლოდ 1.98%. მხოლოდ „იმედის“ წილი ნაციონალური ტელევიზიებისთვის განკუთვნილ საბიუჯეტო კონტრაქტებში 65.21% იყო.
  • ონლაინმედიაში არა მხოლოდ დაფინანსების მოცულობა გაიზარდა, არამედ შეიცვალა მისი ძირითადი მიმღებებიც. თუ წინა წლებში საბიუჯეტო კონტრაქტების მიღებით „პალიტრა მედიის“ ჰოლდინგში შემავალი ონლაინ გამოცემები ლიდერობდნენ, 2025 წელს ყველაზე დიდი მოცულობის კონტრაქტები „იმედის“ ვებგვერდზე მოდიოდა, ხოლო „პალიტრა მედიის“ გამოცემების მაჩვენებელი მკვეთრად შემცირდა. 2025 წელს Imedinews.ge-სთან ასეთი ხელშეკრულება 17 მუნიციპალურ ორგანიზაციას ჰქონდა გაფორმებული, ხოლო იგივე ტენდენცია 2026 წლის დასაწყისშიც გაგრძელდა.
  • საბიუჯეტო დაფინანსებასთან ერთად „იმედის“ ონლაინპლატფორმაზე ადგილობრივი არჩევნების გაშუქების მკვეთრი ასიმეტრია გამოიკვეთა. ბოლნისის არჩევნების მონიტორინგმა აჩვენა, რომ „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატს გამოცემამ სულ მცირე 25 პუბლიკაცია დაეთმო, ოპოზიციური „ლელო – ძლიერი საქართველოს“ კანდიდატის კომენტარი კი მხოლოდ ერთხელ გაშუქდა – მაშინ, როდესაც მან კანდიდატურა მმართველი პარტიის სასარგებლოდ მოხსნა.
  • საბიუჯეტო კონტრაქტებში გამოიკვეთა სარედაქციო დამოუკიდებლობასა და გამჭვირვალობასთან დაკავშირებული სისტემური რისკები. მონიტორინგმა აჩვენა დაფინანსებული მასალების სარეკლამო ნიშნის გარეშე გამოქვეყნების მოთხოვნა, მედიაში დამკვეთისთვის სპეციალური რუბრიკის ჩაშენება და სოციალური მედიის კომენტარებისა და მოწონებების კონტროლის ვალდებულებები – პირობები, რომლებიც სარედაქციო საქმიანობასა და დამკვეთის ინტერესებს შორის ზღვარს ბუნდოვანს ხდის.
  • რეგიონულ მედიაში განაწილება შედარებით მრავალფეროვანია, თუმცა კონცენტრაციის ტენდენცია იქაც ნარჩუნდება. ოთხ ყველაზე მსხვილ რეგიონულ ტელევიზიაზე ამ კატეგორიის საბიუჯეტო თანხების 55.5% მოდიოდა.
  • დასავლური დაფინანსების საჯარო კრიტიკის მიუხედავად, 2025 წელს რეგიონული მედიის საბიუჯეტო კონტრაქტების ნაწილიც დასავლური საგრანტო რესურსით ფინანსდებოდა. ორი ასეთი ხელშეკრულების დაფინანსების წყარო GIZ-ის გრანტი იყო, ჯამური ღირებულებით 90 000 ლარი.
  • ბეჭდვით და სოციალურ მედიაში საბიუჯეტო ხარჯები მნიშვნელოვნად შემცირდა: 2023 წელთან შედარებით, პრესაზე – 47.7%-ით, ხოლო სოციალურ მედიაზე – 36%-ით.
  • სრული სურათის დადგენას მონაცემთა არასრულყოფილება და შერეული კონტრაქტების გაუმჭვირვალობა აფერხებს. სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული ზოგიერთი კომპანია სარეკლამო და საინფორმაციო ხარჯებს არ ასაჯაროებს, ხოლო შერეული კონტრაქტების შემთხვევაში კონკრეტულ მედიაზე გადანაწილებული თანხის იდენტიფიცირება ხშირად შეუძლებელია.
  • რბილი ცენზურის პრობლემა, როდესაც საბიუჯეტო დაფინანსება გავლენას ახდენს მედია შინაარსზე ხელისუფლების მხარდასაჭერად ან მისი ოპონენტების წინააღმდეგ, 2025 წელს კიდევ უფრო თვალსაჩინო გახდა.
  • საბიუჯეტო კონტრაქტების მიმღები მედიების ნაწილში იკვეთება არა მხოლოდ ფინანსური კონცენტრაცია, არამედ სარედაქციო პოლიტიკის პრობლემაც. ბოლო პერიოდში კონტრაქტები მეტწილად იმ მედიებთან ფორმდება, რომლებიც სახელისუფლებო სარედაქციო პოლიტიკას ატარებენ. ამავე დროს გრძელდება საბიუჯეტო ურთიერთობა გამოცემასთან, რომელიც სიძულვილის ენის შემცველ მასალებს აქვეყნებს.
  • კვლავ გამოვლინდა სახელისუფლებო სარედაქციო პოლიტიკის მედიებისა და სახელმწიფო ინსტიტუტების ინფორმაციული სინქრონის ნიშნები: მათ შორის არასაჯარო ან კონფიდენციალური ინფორმაციის გავრცელება, დახურული ჩატების მასალების გამოქვეყნება, დიპლომატებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების შეხვედრების მანიპულაციური გაშუქება და არასაჯარო დოკუმენტების დისკრედიტაციის მიზნით გამოყენება.
  • საბიუჯეტო კონტრაქტების მიმღები მედიის ნაწილი კოორდინირებულად ავრცელებდა დეზინფორმაციულ და დისკრედიტაციულ შინაარსსაც, მათ შორის ჰომოფობიურ და გენდერულ დეზინფორმაციას, ზოგ შემთხვევაში ხელოვნური ინტელექტით გენერირებული ვიზუალების გამოყენებითაც.
  • გამოიკვეთა ყალბი ანგარიშების გზავნილების მეინსტრიმულ მედიაში სისტემატიური და კოორდინირებული გავრცელების პრაქტიკა. 2025 წელსა და 2026 წლის პირველ ნახევარში 2 ყალბი პროფილის ციტირების 351 შემთხვევა გამოვლინდა, მათ შორის ერთი და იგივე ანგარიშის სხვადასხვა სახელითა და ვიზუალური იდენტობით.
  • ყალბი ანგარიშების ციტირება გამოიყენებოდა როგორც ხელისუფლების კრიტიკოსებისა და სხვადასხვა საზოგადოებრივი ჯგუფის დისკრედიტაციისთვის, ისე ხელისუფლების პოლიტიკის მხარდამჭერი გზავნილების გასავრცელებლად. სამიზნეებს შორის იყვნენ პატიმრობაში მყოფი ჟურნალისტი მზია ამაღლობელი, მმართველი პარტიის ექს-პრემიერი, პატიმრობაში მყოფი ირაკლი ღარიბაშვილი, პროტესტის დროს დაპატიმრებული მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე, აქტივისტები, კულტურის სფეროს წარმომადგენლები, ბიზნესები და ხელისუფლების კრიტიკასთან დაკავშირებული სხვა აქტორები.
  • საჯარო დაფინანსების განკარგვისას არ ყოფილა გათვალისწინებული ანტიდისკრიმინაციული პოლიტიკა, რაც წინა წლებშიც პრობლემური იყო.“

პოპულარული

ერ-რიადის აეროპორტზე თავდასხმა: 12 დაღუპული და 300-ზე მეტი დაშავებული

სააგენტო AFP-ის ცნობით, დიპლომატიურმა წყარომ ერ-რიადის აეროპორტზე თავდასხმაზე პასუხისმგებლობა...

ზოდელავას, ბერიძეს და კიდევ 2 პირს საპროცესო გაუფორმდება

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულ მურთაზ ზოდელავას, ლაშა ბერიძეს, ირაკლი...

საქართველოს სტრუქტურებიდან ინფორმაცია აქვთ მიღებული: ზურაბ ჯაფარიძე თურქეთის აეროპორტში დააკავეს

„გირჩი — მეტი თავისუფლების“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე თურქეთის აეროპორტში...

უკრაინული მხარის ინფორმაციით, SpaceX-მა უკრაინაში Starlink-ის სამხედრო ვერსიის მუშაობა შეზღუდა

უკრაინული მხარის ინფორმაციით, „სპეისიქსმა“ უკრაინაში სატელიტური კავშირის სისტემა „სტარლინკის“...

„ამას აშშ-ის პრეზიდენტი წყვეტს“-მასკმა განმარტა, ვინ აკონტროლებს Starlink-ის სიჩქარეს

ილონ მასკმა განაცხადა, რომ Starlink-ის სიჩქარე არ შეუზღუდავს, რადგან...

ოპოზიციური პარტიების აკრძალვის თაობაზე საკონსტიტუციო სარჩელის განხილვის პროცესები 21-22-23 ოქტომბერს ჩაინიშნა

ოპოზიციური პარტიების აკრძალვის თაობაზე მომზადებული საკონსტიტუციო სარჩელის განხილვის პროცესები...

ევროკავშირის გაფართოების ფორუმზე “ქართული ოცნება” არ მიიწვიეს – Euroscope

ევროკავშირის გაფართოების ფორუმზე, რომელიც  ბრიუსელში, 15-16 ნოემბერს გაიმართება,  ქართული...

აშშ-ში დაწყებით სკოლაში სროლის შედეგად სამი ბავშვი და ერთი ზრდასრული დაიღუპა

ორეგონის შტატის ქალაქ ბენდში 16 წლის მოზარდმა დაწყებით სკოლაში...

ყველა ამბავი

ევროკავშირი წყვეტს ხელისუფლების დაფინანსებას და მხარდაჭერას მოსახლეობისკენ მიმართავს

საქართველოში დემოკრატიული პროცესების უკუსვლის გამო, ევროკავშირი აღარ აფინანსებს საქართველოს ხელისუფლებას, თუმცა განვაგრძობთ საქართველოს მოსახლეობის მხარდაჭერას - ამის შესახებ განცხადებას...

ირაკლი კობახიძე ირანის პრეზიდენტს შეხვდა

"ქართული ოცნების" პრემიერი, ირაკლი კობახიძე ერევანში, ირანის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტს, მასუდ ფეზეშქიანს შეხვდა."შეხვედრაზე, რომელიც გაეროს ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ კონვენციის...

ვატო ყიფიანი და “კაწრო” ბრალს არ აღიარებენ და დუმილის უფლებით სარგებლობენ

ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დაკავებული ვახტანგ ჟვანია (იგივე ვატო ყიფიანი), "კაწრო" ავთანდილ ბილანიშვილი  და შოთა ყიფიან ბრალს არ აღიარებენ და  დუმილის...

CNN: აშშ-მა შესაძლოა ირანის წინააღმდეგ „ყველა ბომბის დედა“ გამოიყენოს

ამერიკელმა სამხედროებმა დარტყმების ახალი გეგმები შეიმუშავეს, რომლებიც ირანის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურისა და ბირთვული ობიექტების გასანადგურებლად ე.წ. „ყველა ბომბის დედის“ შესაძლო...

Bloomberg-ის წყაროები: დიდი ბრიტანეთი ზამთრამდე უკრაინას დამატებით Storm Shadow-ის რაკეტებს გაუგზავნის

გაერთიანებული სამეფო უკრაინას დამატებით Storm Shadow-ის ფრთოსან რაკეტებს მიაწვდის, რათა ზამთრის დადგომამდე უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე რუსეთის თავდასხმები ჩაშალოს, იუწყება...

აშშ-ში დაწყებით სკოლაში სროლის შედეგად სამი ბავშვი და ერთი ზრდასრული დაიღუპა

ორეგონის შტატის ქალაქ ბენდში 16 წლის მოზარდმა დაწყებით სკოლაში ცეცხლი გახსნა და სამი ბავშვი და მასწავლებელი მოკლა. მოგვიანებით ის...

ზელენსკის განცხადებით, პოლონეთმა გადასცა დახმარება, რომელიც კიევის ცის დაცვაში დაეხმარებათ

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, პოლონეთმა უკრაინას რუსეთის თავდასხმებისგან თავდაცვის მიზნით დახმარების პაკეტი გადასცა, რომელიც შეიცავს ისეთ ელემენტებს, რომლებსაც...

ევროკავშირი უკრაინისთვის Starlink-ის ალტერნატივად Govsatcom–ს განიხილავს

ევროკომისია უკრაინის თავის დაცულ სატელიტურ საკომუნიკაციო სისტემაში, Govsatcom-ში, ჩართვას გეგმავს მას შემდეგ, რაც სისტემას კომერციული სიმძლავრეები დაემატება. ამის შესახებ...

ვატო ყიფიანი და ავთო ბილანიშვილი, იგივე „კაწრო” დააკავეს

ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტი ვატო ყიფიანი და ავთანდილ ბილანიშვილი (კაწრო) დააკავეს.როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, გამოძიება ჯგუფურად განხორციელებული ძალადობის ბრალდებით,...

კრემლმა აშშ-თან შეთანხმების საფუძველზე დიზელის ექსპორტი აღადგინა

კრემლის განცხადებით, რუსული დიზელის საექსპორტო მიწოდება გლობალურ ბაზარზე ოფიციალურად აღდგა. აღნიშნული გადაწყვეტილება მოჰყვა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან მიღწეულ შეთანხმებას,...

ტრამპმა ნიდალ ჰასანის სიკვდილით დასჯის პირდაპირ ეთერში ჩვენება გააუქმა

ამერიკის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ფორტ-ჰუდის სამხედრო ბაზაზე 13 სამხედროს მკვლელობაში ბრალდებული, აშშ-ის არმიის ყოფილი მაიორის, ნიდალ ჰასანის სიკვდილით დასჯის...

მოვითხოვ დავესწრო პროცესს და მოღალატეებს პირში ვუთხრა სათქმელი – ხაბეიშვილი ბათუმში ბადრაგირებასითხოვს

ენმ-ის  პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, პატიმრობაში მყოფი ლევანი ხაბეიშვილი  ბათუმში ბადრაგირებას ითხოვს,  რათა საკონსტიტუციო სასამართლოში მისი პოზიცია დააფიქსიროს.შესაბამისი განცხადება ხაბეიშვილის სოციალურ...