გიორგი ფეიქრიშვილს გაეწია სამედიცინო დახმარება, ახლა საკანშია გადაყვანილი – პენიტენციური

“გიორგი ფეიქრიშვილს გაეწია სამედიცინო დახმარება, ახლა საკანშია გადაყვანილი ” – სპეციალური პენიტენციური სამსახური პატიმარ გიორგი ფეიქრიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

“სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმიანება ბრალდებულ გიორგი ფეიქრიშვილის ადვოკატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს მისი დაცვის ქვეშ მყოფი №8 პენიტენციურ დაწესებულებაში დეესკალაციის ოთახში იმყოფება და ჭრილობებიდან სისხლდენა აღენიშნება. აღნიშნული ინფორმაცია სინამდვილეს არ შეესაბამება, ვინაიდან ბრალდებული გიორგი ფეიქრიშვილი ამჟამად №8 პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფება არა დეესკალაციის ოთახში, არამედ საკანში.

აქვე განვმარტავთ, რომ მიმდინარე წლის 20 ოქტომბერს, 20:25 საათზე, ბრალდებული სამედიცინო მომსახურების გაწევის მიზნით დეესკალაციის ოთახიდან გადაყვანილ იქნა №18 პენიტენციურ (სამკურნალო) დაწესებულებაში, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწია – დაუმუშავდა თვითდაზიანების მიყენების შედეგად არსებული ჭრილობა ხელზე (გაჭრილი ჰქონდა კანი და კუნთოვანი ქსოვილი). ამის შემდეგ ბრალდებული დაბრუნდა №8 პენიტენციური დაწესებულების დეესკალაციის ოთახში (მისივე უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე), სადაც იმყოფებოდა დღემდე, 22 ოქტომბრამდე. დღეს კი, 15:30 საათზე გიორგი ფეიქრიშვილი გადაყვანილ იქნა №8 პენიტენციური დაწესებულების საკანში.

იგი იმყოფება სამედიცინო პერსონალის მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ, მის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. შესაბამისად, ადვოკატის მიერ ბრალდებულ გიორგი ფეიქრიშვილთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს იგი პენიტენციურ დაწესებულებაში სათანადო სამედიცინო მომსახურებას ვერ იღებს, ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია და სინამდვილეს არ შეესაბამება.” – ნათქვამია განცხადებაში.

პოპულარული

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულ ზურაბ ჭავჭანიძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდება

4 ოქტომბრის აქციის საქმეზე მსჯავრდებულ ზურაბ ჭავჭანიძეს საპროცესო შეთანხმება...

ერთ წლიანი პატიმრობის შემდეგ, თამარ ლორთქიფანიძე თავისუფალია

თამარ ლორთქიფანიძე, რომელიც გასული წლის, 22 ოქტომბერს რუსთაველის გამზირზე...

ეს არის ერთპარტიული დიქტატურის დაკანონება – “სტრატეგია აღმაშენებელი” პარტიების აკრძალვაზე

"ქართული ოცნების" მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობა პირდაპირი დარტყმაა ქართულ...

ვახო სანაიას 30-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა

ვახო სანაიას 30-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება, მოსამართლე თორნიკე...

არ ვაპირებთ მსხვერპლის როლში ყოფნას ბიძინას მიერ გაწერილ სპექტაკლში, რომლის ფინალიც უკვე განსაზღვრულია – თამარ ჩერგოლეიშვილი

"ფედერალისტები", რომლის აკრძალვასაც "ოცნება" გეგმავს, საკონსტუტიო სასამართლოში მიმდინარე სხდომებზე...

პროკურატურამ საბოტაჟის ბრალდებით ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე დააკავა

გენერალურმა პროკურატურამ სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ბრალდებით „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი...

ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმე: დღე II

საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ ქართული ოცნების სარჩელის...

მილანში არეულობებისა და პოლიციასთან შეტაკებების შემდეგ 500 სამხედრო მოსამსახურეს გაგზავნიან

იტალიის მინისტრთა საბჭო (მთავრობა) მილანში 500 სამხედრო მოსამსახურეს გაგზავნის....

ყველა ამბავი

მეჯვრისხევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია

სუს-ის ინფორმაციით 2024 წლის 16 სექტემბერს, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია და ცენტრალური...

დაკავებული ჟურნალისტის სახლში ჩხრეკა ჩატარდა

„ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტის, დიტო ჩუბინიძის სახლში ჩხრეკა ჩატარდა. დაკავებულის და ამბობს, რომ წაიღეს ტელეფონი და კომპიუტერი. ის ძმის დაკავებასა და...

ტრამპს შეუძლია ძალიან მარტივად დასვას პუტინი მოლაპარაკებების მაგიდასთან: ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ პოდკასტში The Diary of a CEO სტივენ ბარტლეტთან ინტერვიუს დროს, დონალდ ტრამპის სამშვიდობო ინიციატივებსა და...

მოსამართლეები იქცევიან როგორც „ქართული ოცნების“ აქტივისტები – წითლიძე

საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები იქცევიან როგორც „ქართული ოცნების” აქტივისტები და არა ისე, როგორც მოსამართლეები, რომლებიც პასუხისმგებლები და ანგარიშვალდებულები არიან მხოლოდ...

ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმე: დღე II

საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ ქართული ოცნების სარჩელის განხილვა გრძელდება.დღევანდელი სხდომა „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერის ნიკა გვარამიას გამოსვლით დაიწყო,...

 აშშ-ისგან დახმარება რომ არ ყოფილიყო, ახლა უკრაინა არ იქნებოდა – რუბიო

აშშ-ისგან დახმარება რომ არ ყოფილიყო, უკრაინა, როგორც სუვერენული სახელმწიფო, აღარ იარსებებდა, - ამის შესახებ  ინდოეთში მყოფმა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა...

დავით ფეიქრიშვილმა ინფორმაცია მოგვაწოდა სავარაუდო დანაშაულებრივ ქმედებებზე – სახალხო დამცველი

სახალხო დამცველის აპარატის განცხადებით, დღეს, 22 ოქტომბერს, მათმა წარმომადგენლებმა კლინიკა ვივამედში მოინახულეს დავით ფეიქრიშვილი."მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, გვსურს მსჯავრდებულ...

შემაშფოთებელია უცხოელების განცხადებები საკონსტიტუციოსთან დაკავშირებით – პაპუაშვილი

"შემაშფოთებელია უცხოელების განცხადებები საკონსტიტუციოსთან დაკავშირებით" - აცხადებს ქართული ოცნების პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი. "შემაშფოთებელია, ბოლო დღეებში, ზოგიერთი უცხოელი ოფიციალური პირის...

თამაზ ელიზბარაშვილს საპროცესო გაუფორმდა და სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა

მუქარის ბრალდებით დაკავებულ ბიზნესმენ თამაზ ელიზბარაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა და  სხდომათა დარბაზიდან გათავისუფლდა.ელიზბარაშვილს 9 თვე თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, რაც...

პროკურატურამ საბოტაჟის ბრალდებით ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე დააკავა

გენერალურმა პროკურატურამ სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ბრალდებით „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი დომენტი (დიტო) ჩუბინიძე დააკავა.ამის შესახებ საქართველოს გენერალურ პროკურატურაში ბრიფინგი გაიმართა.„საქართველოს...

საქართველოში 15-მდე რესპირაციული ვირუსი ცირკულირებს, რომელთაგან ყველაზე მძიმე მიმდინარეობა და გართულება გრიპის ვირუსითაა გამოწვეული – ჩხაიძე

"საქართველოში 15-მდე რესპირაციული ვირუსი ცირკულირებს, რომელთაგან ყველაზე მძიმე მიმდინარეობა და გართულება გრიპის ვირუსითაა გამოწვეული " - იაშვილის სახელობის ბავშვთა...

Meta სოციალური ქსელების მომხმარებლების შეცდომაში შეყვანისთვის 25 მილიარდი დოლარით დააჯარიმეს

კომპანია Meta-ს, რომელიც, სხვა სერვისებთან ერთად, სოციალურ ქსელებს — Facebook-სა და Instagram-ს, ასევე მესენჯერ WhatsApp-ს ფლობს, პერსონალური მონაცემების დაცვის...