ევროპარლამენტის 25 ნოემბრის დღის წესრიგში საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებული დებატებია შეტანილი. განხილვის თემა იქნება „პაატა ბურჭულაძის საქმე და პოლიტიკური პატიმრები „ქართული ოცნების“ რეჟიმის პირობებში“. დებატები სტრასბურგში, ადგილობრივი დროით 18:30 საათის შემდეგ დაიწყება.
რეზოლუციის პროექტი ევროპარლამენტის დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებს შორისაა.


