საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი ჟურნალისტი ნოდარ ჩაჩუა ამბობს, რომ დაკავების შემდეგ პოლიციის განყოფილებაში გაუპატიურებით ემუქრებოდნენ.
“დაკავების შემდეგ, 2 თანამშრომელი ჩემგან ითხოვდა სხვადასხვა ტიპის ინფორმაციას სხვა საქმესთან დაკავშირებით, რომელზეც მე, პრაქტიკულად, საქმის კურსში არ ვიყავი. ასევე იყო ძალადობა, მუქარა, ფიზიკური შეურაცხყოფა და ა.შ. […] შემიძლია, ეს პირები ამოვიცნო. ერთ-ერთი მათგანის სიტყვიერი მუქარა განყოფილებაში მიყვანის შემდეგაც გაგრძელდა – ამ ადამიანის კაბინეტში […] მთელი ამ დროის განმავლობაში, ისინი ტელეფონით ვინმე “რონის” ეკონტაქტებოდნენ და ის აკონტროლებდა მთელ ამ პროცესს, რომელსაც ისინი აწარმოებდნენ და რომელიც ამ საქმესთან, რაზეც აქ ვართ შეკრებილი, არაფერ შუაში არ იყო […]იყო ხელის დარტყმა, მუქარა, შემდეგ უკვე კაბინეტში – იქვე იდო რაღაც “დუბინკა” თუ ა.შ. და ახლა ამ “დუბინკით” გაგაუპატიურებ და ქათამს გაგიშვებ ციხეშიო. ამ ტიპის საუბარი იყო. ეს უკვე კაბინეტში ხდებოდა მასთან, იმ განყოფილებაში, სადაც მიმიყვანეს”. – თქვა ჩაჩუამ სასამართლო პროცესზე.


