ნახევარი წელი პანდემიის გამოცხადებიდან: შესაძლებელია თუ არა კოლექტიური იმუნიტეტი და აქვს თუ არა აზრი ვაქცინის ლოდინს

11 მარტს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ აღიარა, რომ ახალი კორონავირუსის გავრცელების შეჩერების მცდელობა უშედეგოდ დასრულდა და ეპიდემიამ გლობალური მაშტაბი გიიღო. დადასტურებული დიაგნოზების რაოდენობა მაშინ 125 ათასს ოდნავ გადასცილდა, თუმცა გათვლები აშკარად მეტყველებდა, რომ ეს მხოლოდ დასაწყისი იყო და წინ ნამდვილი კრიზისი გველოდა.

კითხვაზე, როგორ მოვერიოთ პანდემიას, მეცნიერებს არანაირი პასუხი არ ქონდათ, იდუმალი ვირუსის შესახებ პრაქტიკულად არაფერი იყო ცნობილი: არც მისი წარმომავლობა, არც მისი გავრცელების გზები, და არც ის, კონკრეტულად რა სიმპტომებით შეიძლებოდა მისი განსაზღვრა.

იყო ორი ვარიანტი, და ორივე სრულიად უცნობი და გაურკვეველი გზით სიარულს ნიშნავდა.

პირველი: გარე სამყაროსთან ნებისმიერი კონტაქტების მაქსიმალურად შეზღუდვა და ლოდინი, როდის შეიქმნება ვაქცინა. თუმცა, ვერავინ ამბობდა რამდენ ხანს მოგვიწევდა ლოდინი, ან საერთოდ შესაძლებელი იყო თუ არა ეფექტური ვაქცინის შექმნა.

მეორე: შეგუება, რომ ვირუსი ადრე თუ გვიან ყველა ადამიანამდე მიაღწევდა და ამ პროცესში ნაკლები ჩარევა, ანუ კოლექტიური იმუნიტეტის გამომუშავების გზით წასვლა. ასეთი სტრატეგია ვირუსის შესახებ ინფორმაციის კატასტროფული ნაკლებობის პირობებში ძალიან სარისკოდ ჩანდა, მისი შედეგები კი ძალიან არაპროგნოზირებადად.

ევროპული ქვეყნების უმრავლესობამ გადაწყვიტა არ გაერისკათ: მათ საზღვრები ჩაკეტეს და მკაცრი კარანტინი შემოიღეს. ზოგმა, მაგალითად შვედეთმა და ბელორუსმა გადაწყვიტეს იძულებით იზოლაციაზე უარი ეთქვათ და მეორე ვარიანტი აირჩიეს.

ეპიდემიის განვითარება ორი პარალელური სცენარით წავიდა.

პანდემიის ოფიციალურად გამოცხადებიდან ნახევარი წლის შემდეგ დაინფიცირების სტატისტიკა ყოველდღიურად 300–350 ათასი ადამიანით იზრდება, კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი კი მილიონს უახლოვდება. თუმცა, მეცნიერებს კვლავ არ აქვთ ნათელი პასუხი კითხვაზე, ორიდან რომელი ვარიანტი იყო სწორი და საბოლოო ჯამში რომელი აღმოჩნდება უფრო ეფექტური.

სამი თვის წინ ისე ჩანდა, თითქოს შვედეთმა შეცდომა დაუშვა: სხვა ქვეყნებთან შედარებით სიკვდილიანობის მაჩვენებელი ერთ სულ მოსახლეზე იქ ძალიან მაღალი იყო, თუმცა სექტემბრის შუა პერიოდისთვის სიტუაცია პრინციპულად შეიცვალა: ახლა შვედური სტატისტიკა აშკარად უკეთ გამოიყურება, ვიდრე თუნდაც ბრიტანეთში, იტალიაში, ესპანეთში ან აშშ–ში.

ასეა თუ ისე, ბოლო ექვსი თვის მანძილზე ვირუსის შესახებ ბევრი რამ გავიგეთ. მაგალითად, მსოფლიოში უკვე Covid19–ით განმეორებითი დაინფიცირების რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა, რის გამოც გაჩნდა ეჭვი, რომ დაავადება შესაძლოა მისი გადატანის შემდეგ მყარ იმუნიტეტს არ ტოვებდეს.

ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ ვაქცინის შემუშავებაზე მუშაობა უაზრობაა? და შესაძლებელია თუ არა საერთოდ ახალი კორონავირუსის მიმართ კოლექტიური იმუნიტეტის გამომუშავება?

მოდით გავიხსენოთ, რა არის საერთოდ კოლექტიური იმუნიტეტი და როგორ მუშაობს ის.

კოლექტიურ იმუნიტეტს უწოდებენ სიტუაციას, როცა ესა თუ ის ინფექცია გარკვეული ჯგუფის შიგნით თავისუფლად ვერ ვრცელდება, რადგან ამ ჯგუფის დიდ ნაწილს დაავადების მიმართ მდგრადობა გააჩნია აცრის, ან იმის გამო, რომ ეს დაავადება უკვე გადატანილი აქვს.

თუ ადამიანი არ ინფიცირდება, ის ინფექციასაც არ ავრცელებს, შესაბამისად მისი იმუნიტეტი ვირუსისგან ირიბად  სხვა ადამიანებსაც იცავს.

თითქოსდა ძნელი გამოსათვლელი არ არის კოლექტიური იმუნიტეტის ზღვარი: რამდენი ადამიანი უნდა დაავადდეს ან ვაქცინა გაიკეთოს, რომ დაცვა გარშემომყოფებზეც გავრცელდეს.

დაავადებების უმრავლესობისთვის ეს ციფრი მართლაც ცნობილია და როგორც წესი, საკმაოდ მაღალია. მაგალითად, წითელასგან ეფექტიური დაცვისთვის ამ ძალიან გადამდები დაავადებისგან მოსახლეობის 90–95% უნდა იყოს აცრილი. რაც შეეხება პოლიომელიტს, ის ნაკლებად გადამდებია და მისგან დასაცავად ეს მაჩვენებელი მოსახლეობის 80–85%–ს შეადგენს.

გასაკვირი არ არის, რომ მარტში, როცა ცნობილი გახდა, რომ ვირუსი ადრე თუ გვიან ყველა ადამიანამდე მიაღწევდა, ექსპერტების დიდი ნაწილი კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა კოლექტიური იმუნიტეტის გზის არჩევას.

“თუ ვირუსი ყველას დაემართება, და თუნდაც უმრავლესობამ  კოვიდ19 უსიმპტომოდ გადაიტანოს, შედეგად ძალიან ბევრი ადამიანი დაიღუპება. ვირუსი საშიშია არა მხოლოდ ასაკოვნებისთვის, ის სარისკოა ნებისმიერი ასაკის ადამიანისთვის, რომლებსაც თანმდევი დაავადებები აქვთ. იმის გათვალისწინებით, რამდენი ადამიანია აშშ–ში დიაბეტით, სიმსუქნით, ჰიპერტონიით დაავადებული, თუ ყველა დაინფიცირდება გარდაცვლილთა რაოდენობა კატასტროფული იქნება. ეს სრულიად მიუღებელი ვარიანტია“ – აცხადებდა აშშ–ს მთავარი ეპიდემიოლოგი ენტონი ფაუჩი.

“არსებობს მოსაზრება, რომ კოლექტიური იმუნიტეტის სტრატეგია ერთ–ერთი შესაძლებელი გზაა. არადა ეს სასიკვდილო განაჩენია! ჩვენ ასეთ ვარიანტს არც განვიხილავთ!“– კატეგორიულად აცხადებდა ავსტრალიის პრემიერ მინისტრი სკოტ მორისონი.

ეშმაკი დეტალებშია:

თუმცა, არავინ დაობს, რომ კორონავირუსთან ბრძოლის მეთოდების შესახებ გადაწყვეტილების მიღება წითელას ან პოლიომელიტის მონაცემებზე დაყრდნობით მინიმუმ უცნაურია. რა არის კოლექტიური იმუნიტეტის ზღუვრული ნიშნული კორონავირუსისთვის?

მისი გამოთვლა ადვილი არ არის. ეშმაკი, როგორც ყოველთვის დეტალებშია. გასათვალისწინებელია ათობით ფაქტქორი: ზუსტად როგორ გადადის ვირუსი, რამდენად გადამდებია ის გარშემომყოფთათვის, ახდენს თუ არა გავლენას გადადებაზე სიმპტომების არსებობა, ინფიცირებულის სოციალური აქტივობის დონე და ა.შ.

ახალი კორონავირუსის შემთხვევაში ბევრი ეს მაჩვენებელი სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფში მნიშვნელოვნად განსხვავდება, ზოგჯერ კი სრულიად უცნობია, რაც კიდევ უფრო ართულებს გამოთვლებს.

თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ დაახლოებითი გამოთვლა არ შეიძლება. და ასეთ გამოთვლებს რამდენიმე სამეცნიერო კვლევა მიეძღვნა.

კოლექტიური იმუნიტეტი უკვე რეალობაა?

ნახევარი წლის წინ, როცა ქვეყნები ფიქრობდნენ, შემოეღოთ თუ არა კარანტინი, ხელისუფლებების საბოლოო გადაწყვეტილება დიდწილად იმით იყო ნაკარნახევი, რომ კოლექტიური იმუნიტეტის ზღვრული მაჩვენებელი მეცნიერებმა 60%–ით შეაფასეს.

დაინფიცირებულთა რიცხვის სწრაფი ზრდის, ვირუსის შესახებ ინფორმაციის კატასტროფული უკმარისობის და შედარებით მაღალი სიკვდილიანობის გათვალისწინებით კოლექტიურ იმუნიტეტზე აქცენტის გაკეთება ასობით ათასი და შესაძლოა მილიონობით ადამიანის სიკვდილის საფრთხეს შეიცავდა.

თუმცა, უკვე ივლისის ბოლოს გამოჩნდა კვლევა, სადაც ამტკიცებდნენ, რომ კოვიდ 19–ის კოლექტიური იმუნიტეტის ზღვრული ნიშნული დაახლოებით 40%–ია. კვლევის ავტორები ამას იმით ასაბუთებდნენ, რომ დაავადება ძირითადად ახალგაზრდებში და საშუალო ასაკის ადამიანებში ვრცელდება, მათი იმუნიტეტი კი უფრო ძლიერია, ვიდრე მოხუცების და ბავშვების.

ამავე სტატიაში გამოითქვა ეჭვი მკაცრი შემზღუდავი ზომების ეფექტურობის შესახებ, რომელთა გაუქმებამ შეიძლება ინფექციის ახალი აფეთქების პროვოცირება გამოიწვიოს:

“თუ სიტუაციაში არაფარმაცევტული ჩარევა ძალიან მაღალია, კოლექტიური იმუნიტეტი არ მიიღწევა. ასეთ შემთხვევაში საკარანტინო ზომების სწრაფი გაუქმება დაავადების აფეთქებას იწევს“ – წერია კვლევაში.

სექტემბრის შუა პერიოდში, ამ კვლევამ, რომელიც სტოკჰოლმის უნივერსიტეტის პროფესორმა, ტომ ბრიტონმა დაწერა, სამეცნიერო თანამეგობრობის დამოუკიდებელი რეცენზია გაიარა და ჟურნალ Science–ში გამოქვეყნდა.

თუმცა კოლექტიური იმუნიტეტის თემაზე ჯერ კიდევ გამოუქვეყნებელ კვლევებში უფრო დაბალი შეფასებებიც არსებობს.

მაგალითად, როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის ერთ–ერთი კვლევის ავტორები ამტკიცებენ,  იმისათვის, რომ დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის ახალი ტალღა არ წარმოიქმნას, ვირუსის იმუნიტეტი მხოლოდ მოსახლეობის 20%–ს უნდა ქონდეს.

გლაზგოს უნივერსიტეტის მეცნიერთა ჯგუფი კი საერთოდაც 10–20%–იან მაჩვენებელზე საუბრობს, რომელიც მათი აზრით საკმარისია იმისათვის, რომ საზოგადოებას კოლექტიური იმუნიტეტი ქონდეს.

ექსპერტების დიდი ნაწილი ეჭვობს, რომ ზღვრული ნიშნული შესაძლოა ასეთი დაბალი იყოს, თუმცა სრულიად ცხადია, რომ ვირუსის გავრცელება სრულიად არაორდინარულად ხდება.

მსხვილ ქალაქებში, რომლებიც კორონავირუსის ეპიდემიით ყველაზე მეტად დაზარალდნენ– ნიუ იორკში, ლონდონში, ნიუ დელიში, ინფექციაგადატანილთა წილი შედარებით მაღალია. ზოგიერთი მეცნიერის აზრით, ეს შეიძლება საკმარისი იყოს იმისათვის, რომ იქ კოლექტიური იმუნიტეტი ჩამოყალიბდეს.

თუმცა, ზემოთჩამოთვლილი კვლევების მიუხედავად ჯანმო კვლავინდებურად დარწმუნებულია, რომ მთავარი ფსონის დადება კოლექტიურ იმუნიტეტზე დაუშვებელია.

პლანეტის მაშტაბით ჩვენ ახლოსაც არ მივსულვათ იმუნიტეტის იმ დონესთან, რომელიც საკმარისია დაავადების გავრცელების შესაჩერებლად – განაცხადა 21 აგვისტოს ირლანდიელმა ეპიდემიოლოგმა მაიკლ რაიანმა, რომელიც ჯანმოს საგანგებო სიტუაციების პროგრამას ხელმძღვანელობს. ეს პრობლემის გადაწყვეტა არ არის და ამ მიმართულებით ძებნა არც ღირს.–თქვა მან.

მისი ეს აზრი ზუსტად რამდენიმე დღეში დადასტურდა, როცა მედიკოსებმა კოვიდ 19-ით განმეორებითი დაინფიცირების შემთხვევების შესახებ განაცხადეს.

ჯანმოს ხელმძღვანელი თვლის, რომ ვერცერთი ქვეყანა ვერ მოერევა ეპიდემიას, სანამ ვაქცინა არ გვექნება. “თუმცა, არ გვაქვს გარანტია, რომ ვაქცინის შემუშავება მოხერხდება, და თუნდაც ის შეიქმნას, თავისთავად პანდემიას ვერ მოუღებს ბოლოს“– ამბობს ტედროს გებრეიესუსი.

ამავე დროს, იელის უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლის პროფესორი, სიდნი შპიზელი საკმაოდ ოპტიმისტურად არის განწყობილი. მისი თქმით, განმეორებითი დაინფიცირების შემთხვევები ძალიან მცირეა სწორედ იმიტომ, რომ პაციენტების უდიდესი ნაწილი გამოჯანმრთელების შემდეგ კორონავირუსის მიმართ იმუნიტეტს გამოიმუშავებს. და ადრე თუ გვიან, ვაქცინით, ან მის გარეშე ის კოლექტიურ იმუნიტეტად იქცევა.

მეცნიერები დაუსრულებლად იმეორებენ, რომ ახალი დაავადების შესახებ მეტისმეტად ცოტა ვიცით. მაგალითად, სრულიად გაუგებარია, რატომ რჩება ზოგი პაციენტის სისხლში გამოჯანმრთელების შემდეგ ძალიან ბევრი ანტისხეული, ზოგთან კი პრაქტიკულად არ რჩება.

თუ პროფესორ ბრიტონის გათვლებს ვენდობით, კოლექტიური იმუნიტეტის მიღწევა ინგლისში იმ შემთხვევაში მოხდებოდა, თუ ვირუსს 24 მილიონი ადამიანი გადაიტანდა. იმავე ეფექტის ვაქცინით მისაღწევად კი 33.6 მილიონი ინგლისელის აცრა იქნებოდა საჭირო.

თუმცა, როგორც მეცნიერები გვახსენებენ, არ არსებობს არანაირი გარანტია, რომ ეფექტური ვაქცინა საერთოდ შეიქმნება. და თუნდაც ის შექმნას, იქნება თუ არა უფრო ეფექტური, ვიდრე ბუნებრივი გზით შეძენილი იმუნიტეტი.

“ვაქცინამ მართლაც შეიძლება გამოიწვიოს განსხვავებული იმუნური პასუხი იმისგან, რასაც ბუნებრივი გზით გამომუშავებული, ანუ დაავადების გადატანის შედეგად შეძენილი იმუნიტეტი იძლევა. ანუ უფრო უფრო ეფექტური და ხანგრძლივი დაცვა შეძლოს ვირუსისგან, ვიდრე ბუნებრივმა იმუნიტეტმა“– ამბობს ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფეორი, სამარ მეტა, რომლის აზრით კოლექტიური იმუნიტეტი შესაძლოა იმაზე ახლოს იყოს, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს.

 

 

პოპულარული

ბომბის არსებობის შესახებ მიღებული შეტყობინების გამო, პრაღა-რომის რეისი ვენეციაში დაეშვა

Wizz Air-ის რეისი, რომელიც პრაღიდან რომში მიფრინავდა, ბომბის არსებობის...

ისრაელის პრეზიდენტი კვირას გამოაცხადებს, ვინ ჩამოაყალიბებს ახალ მთავრობას: ნეთანიაჰუს პოზიციები სუსტდება

ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ ძალაუფლების დაკარგვის რეალური საფრთხის წინაშე...

“ქართული ოცნების” პირობებში EU-ში ვერ შევალთ – კოალიცია ცვლილებისთვის

"ანგარიში ადასტურებს, რომ ოცნების პირობებში EU-ში ვერ შევალთ" - ...

კრაკოვის მოედანზე თავდასხმაში ეჭვმიტანილი საავადმყოფოში გარდაიცვალა

შეიარაღებული პირი, რომელმაც შაბათს პოლონეთის ქალაქ კრაკოვის მთავარ მოედანზე,...

“უცხო ქვეყნის მოქალაქეებს თავს დაესხნენ” – ძარცვის ბრალდებით 4 არასრულწლოვანი დააკავეს

თბილისში წინასწარი შეთანხებით ჯგუფის მიერ, ძალადობით ჩადენილი ძარცვის ბრალდებით,...

ვრჩები ისევ ჩემი ალისკას იმედზე, რომელიც ამერიკის მოქალაქეა.სწორედ მას ვამზადებ სენატორად და ვინ იცის იქნებ პრეზიდენტადაც კი-სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ამერიკის შუალედურ არჩევნებს ვრცელ...

რუსების მიერ, ტყვედ აყვანილ ქართველ მებრძოლ გურამ ჭიჭინაძეს, უკრაინის მხარეს ბრძოლისთვის პატიმრობა მიესაჯა

რუსული მედია გენერალური პროკურატურის პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება, რომ  ოკუპირებული...

კობახიძე ჰერჩინკს “ტრაგიკულ პიროვნებას” უწოდებს

ივანიშვილის პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ, ევროკავშირის ელჩს, პაველ ჰერჩინსკს, "ტრაგიკული...

ყველა ამბავი

დედამიწა სულ უფრო სწრაფად თბება და სითბოს დაგროვების ტემპიც მატულობს–ახალი ანგარიში

მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის ანგარიშის თანახმად, დედამიწა სითბოს სულ უფრო სწრაფად აგროვებს. 2026 წელი დაკვირვებების ისტორიაში ოთხ ყველაზე ცხელ წელს...

რუსების მიერ, ტყვედ აყვანილ ქართველ მებრძოლ გურამ ჭიჭინაძეს, უკრაინის მხარეს ბრძოლისთვის პატიმრობა მიესაჯა

რუსული მედია გენერალური პროკურატურის პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება, რომ  ოკუპირებული დონეცკის ე.წ. სასამართლომ უკრაინის მხარეს ბრძოლისთვის საქართველოს მოქალაქე, გურამ ჭიჭინაძეს...

დახურეს პროცესი და დამალეს მასალები, სახელმწიფომ თავად აიღო პასუხისმგებლობა ამ დანაშაულზე – ღარიბაშვილი ციხიდან წერილს ავრცელებს

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ციხიდან მორიგ წერილს ავრცელებს, რითიც  მისი სასამართლო პროცესის დახურვას ეხმაურება."2 ნოემბერს სასამართლოში დაიწყო ჩემი...

 ევრობიუროკრატია საქართველოს არ იმჩნევს,  ჩინეთი ვიცე-პრეზიდენტის დონეზე ჩამოდის  საქართველოში – პაპუაშვილი

ევრობიუროკრატია საქართველოს არ იმჩნევს, ლამის რუკიდან წაგვშალოს, ხოლო ჩინეთი ვიცე-პრეზიდენტის დონეზე ჩამოდის საქართველოში - ეს აჩვენებს, რომ ბრიუსელი პატივს...

ნაფტალინმოყრილ კითხვებს ნუ მისვამთ, ჩემი ყველა ბრძანება არის ეფექტური – თურნავა ფარცხალაძეზე

"ნაფტალინმოყრილ კითხვებს ნუ მისვამთ, ჩემი ყველა ბრძანება არის ეფექტური " - ასე უპასუხა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, ნათია თურნავამ ჟურნალისტს...

ბრალი წარედგინა მასწავლებელს 30 წლის შემდეგ, 7 წლის მოსწავლეზე სისტემატურად ძალადობდა და დღემდე ბავშვებთან მუშაობს – ბაია პატარაია

საქართველოში პირველი პრეცედენტი გვაქვს: ბრალი წარედგინა მასწავლებელს 30 წლის შემდეგ. 7 წლის მოსწავლეზე სისტემატურად ძალადობდა წლების განმავლობაში და დღემდე...

ვიქტორ ორბანის ძმა ადამიანებით ტრეფიკინგის საქმეზე დააკავეს – უნგრული მედია

უნგრული მედიის ცნობით,  დღეს, 9 ნოემბერს უნგრეთის ყოფილი პრემიერმინისტრ ვიქტორ ორბანის ძმა, არონ ორბანი, საზღვარზე ადამიანების უკანონოდ გადაყვანის საქმეზე...

გაფართოების ფორუმზე საქართველო მიწვეული არ არის – ევროკომისიის პრესსპიკერი

შემიძლია დავადასტურო, რომ გაფართოების საკითხებზე მომავალ კვირაში დაგეგმილ შეხვედრაზე საქართველო მიწვეული არ არის, - ამის შესახებ ევროკომისიის პრესსპიკერმა, გიომ...

სენაკის მუნიციპალიტეტში ჩადენილი განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებულს 18 წელი მიესაჯა

სენაკის მუნიციპალიტეტში, დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებულს 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა"ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის...

საქართველოსთან სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარებას მივესალმებით – შოიგუ

რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა სერგეი შოიგუმ 9 ნოემბერს განაცხადა, რომ მოსკოვი საქართველოსთან სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარებას მიესალმება.“საქართველოს ხელისუფლებამ 2024 წელს...

ჩოხატაური-ბახმაროს გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა

ჩოხატაური-ბახმაროს გზაზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს."რთული მეტეოროლოგიური პირობების (თოვა, ქარბუქი, შეზღუდული ხილვადობა) გამო,...

კრაკოვის მოედანზე თავდასხმაში ეჭვმიტანილი საავადმყოფოში გარდაიცვალა

შეიარაღებული პირი, რომელმაც შაბათს პოლონეთის ქალაქ კრაკოვის მთავარ მოედანზე, ექვსი ადამიანი მოკლა პოლონეთში მომხდარი უპრეცედენტო მასობრივი სროლის დროს, საავადმყოფოში...