ეროვნული ბიბლიოთეკის თანამშრომელს COVID-19 დაუდასტურდა. ინფორმაციას ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში აქვეყნებს.
“ეროვნული ბიბლიოთეკა, ჯანდაცვის უწყებებთან და მსოფლიოს საუკეთესო ბიბლოთეკებთან კოორდინაციით, მუშაობდა ვიწრო კლასტერული პრინციპით, წესების ზედმიწევნით დაცვით და ინფიცირებულის კონტაქტ-ჯგუფი, სავარაუდოდ, ფართო არ არის – მით უფრო პიროვნება რამდენიმე დღეა რაც თვითიზოლაციაში იმყოფება. შესაბამისად ეროვნული ბიბლიოთეკა ჯერჯერობით დაწესებული, ძალიან შეზღუდული სამუშაო განრიგით აგრძელებს მუშაობას. ჩვენს ძვირფას თანამშრომელს კი მალე გამოჯანრთელობას ვუსურვებთ”, – წერს კეკელიძე Facebook-ზე.
დღეს საქართველოში, კორონავირუსის 887 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა – 246 ადამიანი, ხოლო 11 გარდაიცვალა.









![ემანდ სხვანაირი [შედეგი] არ დადგეს – ზარქუა გახარიას პარტიის საჩივარზე](https://newsreport.ge/wp-content/uploads/2026/06/2-218x150.jpg)





