“ნაციონალური მოძრაობის გლდანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ნიკა მელია, პარტია „ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელ მდივანს, ირაკლი კობახიძეს დანაპირებს ახსენებს პოლიტიკიდან წასვლის თაობაზე და “მთავარი არხის” პირდაპირი ეთერიდან მიმართავს:
“მე მოვიპოვე ირაკლი კობახიძის ტელეფონის ნომერი და პირადად ვაპირებ დაკავშირებას 10-ის 5 წუთზე და იმედია ბატონო ირაკლი მიპასუხებთ,” – მიმართავს მელია კობახიძეს.
ცნობისთვის, ირაკლი კობახიძემ პირობა დადო, რომ ოპოზიციის ერთი მაჟორიტარი კანდიდატის გამარჯვების შემთხვევაშიც კი პოლიტიკიდან წავიდოდა.









![ემანდ სხვანაირი [შედეგი] არ დადგეს – ზარქუა გახარიას პარტიის საჩივარზე](https://newsreport.ge/wp-content/uploads/2026/06/2-218x150.jpg)





